უგუბზიარა
უგუბზიარა — დავით რონდელის სადებიუტო ფილმი. ფილმი წარსულის მავნე ჩვევებთან ბრძოლას ეძღვნება.
„უგუბზიარა“ | |
---|---|
ჟანრი | პროპაგანდა |
დამდგმელი რეჟისორი | დავით რონდელი |
სცენარის ავტორი | გიორგი მდივანი |
ოპერატორი | ალექსანდრე დიღმელოვი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1930 |
ქვეყანა | სსრკ |
გადაღება
რედაქტირებაგიორგი მდივანი აფხაზეთის ერთ-ერთ სოფელში შეესწრო ფაქტს, რომ მამამ შვილს ექიმბაშის გარდა არავინ გააკარა, მაგრამ შემდეგ ინანა და საავადმყოფოში წაიყვანა შვილი. ამაზე დაყრდნობით დაიწერა სცენარი, რომელიც მოუწოდებდა აფხაზეთის ყოფა-ცხოვრებაში ყოველგვარი გადმონაშთების, ქელეხი, ექიმბაშები, არაჰიგიენური ყოფის აღმოფხვრისკენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9