სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მდივანი (მრავალმნიშვნელოვანი).

გიორგი დავითის ძე მდივანი (დ. 13 სექტემბერი, 1905, სოფ. სასახლე (ქვედა საზანო), ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 ოქტომბერი, 1981, თბილისი) — ქართველი დრამატურგი და სცენარისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, შევიდა თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა 1924–1926 წლებში. მისი ლიტერატურული ნათლობა მოხდა 1922 წელს. სულ მალე აირჩიეს დასავლეთ საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კავშირის პასუხისმგებელ მდივნად. პირველი აღიარება ახალგაზრდა დრამატურგს მოუტანა პიესა „ალკაზარმა“, რომელიც რუსთაველის თეატრში დაიდგა 1936 წელს. 30-იანი წლებიდან მოყოლებული მისი პიესები სისტემატურად იდგმებოდა არა მარტო ქართულ სცენაზე, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად: „ბატალიონი მიდის დასავლეთისაკენ“, „პარტიზანები“, „პეტრე ბაგრატიონი“, „ტერეზას დაბადების დღე“, „კონსული მოიტაცეს“, „შენი ძია მიშა“ და სხვა. ომის წლებში გიორგი მდივანი გაზეთ „პრავდის“ სამხედრო კორესპოდენტია. ნანახი და განცდილი ნიჭიერმა ხელოვანმა შემდგომ ასახა კინოსცენარებში: „მოსკოვის ზეცა“, „რიგითი ალექსანდრე მატროსოვი“ და სხვა. ის კინოში გამოჩნდა 1925 წელს. უკვე 1927 წელს დაწერა კინოსცენარი „ახალგაზრდობა იმარჯვებს“. ამას მოჰყვა მისი სცენარით გადაღებული ფილმები: „ფრთოსანი მღებავი“, „დაკარგული სამოთხე“, „ჩვენი ეზო“, „ხევსურული ბალადა“, „საბუდარელი ჭაბუკი“ და სხვა. სულ საქართველოში გიორგი მდივნის სცენარით დაიდგა 21 ფილმი.

აღსანიშნავია, რომ დრამატურგის ერთ-ერთ ფილმს „ჩემი ბებია“, რომელიც გადაიღო რეჟისორმა კ. მიქაბერიძემ ოციანი წლების ბოლოს მთავრობის მიერ უნდობლობის გამო ყადაღა დაედო. მხოლოდ 70-იან წლებში გამოვიდა ფართო ეკრანებზე.

გიორგი მდივნის სცენარები დიდი პოპულარობით სარგებლობდა უცხოეთშიც. მაგალითად: „საბჭოთა კავშირი იტალიელების თვალით“, „მზესუმზირა“, „5 რგოლის ისტორია“ (იტალია), „გენერლები და ვარსკვლავები“ (უნგრეთი), „დიდი გზა“ (ჩეხოსლოვაკია).

1984 წელს მისი სახელი მიენიჭა ქვედა საზანოს სოფლის სკოლას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

სცენარის ავტორი ფილმებისა

რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 262, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება