ირაკლი კანდელაკი
ირაკლი ისაკის ძე კანდელაკი (დ. 27 სექტემბერი, 1901, თელავი — გ. 22 ივლისი, 1970, თბილისი) — ქართველი კინოდოკუმენტალისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1965)[1]. „წითელი ვარსკვლავის ორდენის“ კავალერი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. კინოში გვიან მივიდა და თითქმის ოთხი ათეული წელი ემსახურა მას. აღსანიშნავია რეჟისორის მიერ სამამულო ომის პერიოდში შექმნილი ფილმები.
ირაკლი კანდელაკმა ქართული დოკუმენტური კინო გაამდიდრა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: „ფერეიდანელი ქართველები“, „მტკვრის კვალდაკვალ“, „წელიწადის ოთხი დრო“, „სამგორი“, „ძველი ქალაქის გაზაფხული“, „დიოსკურია“, „იზმირის საერთაშორისო გამოფენა“, „მზიურ მხარეში“ და სხვა. ბოლო წლებში ხელოვანი დაუბრუნდა ირანის თემას. იმოგზაურა იქ და შექმნა ფილმები: „თეირანის შთაბეჭდილებები“ და „შირაზი, ისპაჰანი, პერსოპოლი“. ი. კანდელაკის მრავალი ფილმი აღინიშნა პრემიით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 364.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 203, თბ., 1994