ლეონარდ ესაკია
ლეონარდ (ლეო) დიმიტრის ძე ესაკია (დ. 27 თებერვალი 1899, ქუთაისი — გ. 27 ივნისი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966).
ლეონარდ (ლეო) ესაკია | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ლეონარდ (ლეო) ესაკია |
დაბადების თარიღი |
27 თებერვალი, 1899 ქუთაისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 27 ივნისი, 1969 (70 წლის) |
საქმიანობა | რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი |
1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში „სახკინმრეწვი“. 1929 წლიდან რეჟისორია. ნოვატორული ფილმებით — „ჰოლტზე“ (1928) და „ამერიკანკა“ (1930) ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად. 1932 წელს დადგა პირველი ქართული მხატვრული ხმოვანი ფილმი „შაქირი“. პარალელურად ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც, წერდა წიგნებს, მასვე ეკუთვნის ა. ბუკიას ოპერის „დაუპატიჟებელი სტუმრების" ლიბრეტო.
1941–1955 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფიარედაქტირება
დამდგმელი რეჟისორია ფილმებისარედაქტირება
- 1928: „ჰოლტზე“
- 1930: „ამერიკანკა“
- 1932: „შაქირი (როტე ფანე)“
- 1937: „ფრთოსანი მღებავი“
- 1941: „ქალიშვილი გაღმიდან“
- 1956: „ბაში-აჩუკი“
- 1959: „ნინო“
- 1961: „გლახის ნაამბობი“
- 1967: „აბესალომ და ეთერი“
სცენარის ავტორია ფილმებისრედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 138, თბ., 1994
ჯილდოები და აღიარებარედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ლეონარდ ესაკია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლეონარდ ესაკია — ეროვნული ფილმოგრაფია
- ლეო ესაკია — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- (რუსული) ლეო ესაკიას პროფილი საიტზე kino-teatr.ru