ჰოლტზე
ჰოლტზე — ლეო ესაკიას სადებიუტო ფილმი. ფილმი კოლექტივიზაციას ეხება. ფილმი ტექნიკისა და კონკრეტულად ტრაქტორის იდეალიზაციაა.
„ჰოლტზე“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ლეო ესაკია |
სცენარის ავტორი | ლეო ესაკია |
როლებში | პავლე მხეიძე |
ოპერატორი | ვლადისლავ პოზნანი |
მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
მხატვარი | ვალერიან სიდამონ-ერისთავი |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 1928 |
ხანგრძლივობა | 67 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | მუნჯი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი ახლადდაარსებული კოლმეურნეობის პრობლემებს ეხება. ქალაქიდან სოფელში გაგზავნილ უცხოურ ტრაქტორ „ჰოლტზე“ სოფელში დიდი მოთხოვნაა. სოფლის ბობოლა ცდილობს ხელთ იგდოს ტრაქტორი და იგი გლეხთა ექსპლოატაციის წყაროდ აქციოს. ქალაქში საჩივლელად ჩასულ გლეხებს მოხელეთა ბიუროკრატიული აპარატი ყურადღებას არ აქცევს. საქმეში მუშათა და გლეხთა ინსპექცია ერევა,საგანგებო კომისია აუქმებს ფიქტიურ კოლმეურნეობას და სანაცვლოდ ახალს ქმნის. ამიერიდან სამეურნეო იარაღები ხალხის საკუთრება ხდება.
როლებში
რედაქტირება- პავლე მხეიძე — საკუთარი თავი
- დ. გიგაშვილი — ბობოლა გლეხი
- დ. გაჩეჩილაძე — ბობოლას შვილი)
- შალვა ხომერიკი — კოლმეურნე
- ალექსანდრე ჯალიაშვილი — ტრაქტორისტი
გადაღება
რედაქტირებაფილმი საგაზეთო პუბლიკაციის საფუძველზეა გადაღებული. მასობრივ სცენებში გადაიღეს გლეხები სოფელ მუხრანიდან, იმ სოფლიდან, სადაც პირველად გამოიყენეს ტრაქტორი. მთავარი როლის შემსრულებლადაც საქართველოში პირველი ტრაქტორისტი პავლე მხეიძე შეარჩიეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9