საბუდარელი ჭაბუკი
„საბუდარელი ჭაბუკი“ — 1957 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი შოთა მანაგაძე. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანებზე შედგა 1958 წლის 7 ივლისს.
„საბუდარელი ჭაბუკი“ | |
---|---|
ფილმის პოსტერი | |
რეჟისორი | შოთა მანაგაძე |
სცენარის ავტორი | გიორგი მდივანი |
როლებში |
ბელა მირიანაშვილი იმედა კახიანი გივი თოხაძე სესილია თაყაიშვილი იპოლიტე ხვიჩია |
კომპოზიტორი | რევაზ ლაღიძე |
ხმის ოპერატორი | რაფიელ კეზელი |
ოპერატორი | გიორგი ჭელიძე |
მხატვარი |
ზურაბ მეძმარიაშვილი ტატიანა კრიმკოვსკაია |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 7 ივლისი, 1958 |
ხანგრძლივობა | 84 წთ |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებამთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ ელევა. საჩინოს ვაჟი გოგიტა სახლიდან იპარება და მონატრებული შეყვარებულის, თებროლეს მოსაძებნად ქალაქში ჩადის. გოგიტა ავტოქარხანაში იწყებს მუშაობას. თებროლეს მშობლებს უნდათ, ქალიშვილი უშანგის მიათხოვონ, რომელიც დიდი კაცი ჰგონიათ. გოგიტა ქალიშვილს მატყუარა უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას მისი უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც ემშვიდობება.
როლებში
რედაქტირება- ბელა მირიანაშვილი — თებროლე
- იმედა კახიანი — გოგიტა
- გივი თოხაძე — უშანგი
- სესილია თაყაიშვილი — ელპიტე
- მერი კანდელაკი — ნინო
- გრიგოლ ტყაბლაძე — საჩინო
- იპოლიტე ხვიჩია — ალმასხანი
- ზურაბ (კუკური) ლაფერაძე — გიორგი
- აკაკი კვანტალიანი
- კაპიტონ აბესაძე
- სოსო ლაღიძე — ვალიკო
- მარიამ მდივანი
- ნოდარ მგალობლიშვილი — გოგიტას მეზობელი
- ნოდარ ფირანიშვილი — კოტე