გრიგოლ ტყაბლაძე
გრიგოლ ტყაბლაძე (დ. 20 ნოემბერი, 1907, ოზურგეთი, — გ. 28 მარტი, 1980, ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
გრიგოლ ტყაბლაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 ნოემბერი, 1907 ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი |
28 მარტი, 1980 (72 წლის) ჭიათურა |
საქმიანობა | თეატრის მსახიობი, კინომსახიობი |
აქტიური | 1925-1978 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგრიგოლ ტყაბლაძე დაიბადა ოზურგეთში 1907 წელს, ხოლო სკოლა ჭიათურაში დაამთავრა, რადგან მისი ოჯახი საცხოვრებლად იქ გადავიდა. 1925 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ის ჭიათურის დრამატული თეატრის მსახიობი იყო, გარდა 1951–1952 წლები სეზონისა, როდესაც მიწვეული იყო ქუთაისის თეატრში. შესრულებილი როლები პიესებში: კოწია (შალვა დადიანის „გუშინდელნი“); სულეიმანი (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“); მენგო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“; შმაგა (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“); მწერალი (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“); სანდრო (ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“), მეფე ერეკლე (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“);. ასევე მონაწილეობდა პიესებში „თამარ ცბიერი“, „ორი ობოლი“, „პატარა კახი“ და სხვა.
მისი დადგმებიდან აღსანიშნავია გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“, კონსტანტინე სიმონოვის „უცხო აჩრდილი“, ვსევოლოდსკისა და რუდნევის „მკაცრი დღეები“ და სხვ.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1956: „ჩვენი ეზო“ (ბაბუა თეიმურაზი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“ (საჩინო) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ქარხნის დირექტორი ირაკლი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „განაჩენი“ (რევაზი – პროკურორი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1959: „მაია წყნეთელი“ (მეფე ერეკლე) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1960: „კარდაკარ“ (ქაიხოსრო) რეჟისორები ოთარ აბესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი
- 1962: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ილარიონი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1963: „თეთრი ქარავანი“ რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
- 1965: „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1965: „მიქელა“ (მიქელა) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1966: „მაცი ხვიტია“ (მაცის მამა) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1966: „უყაიმო თამაში“ (პოლკოვნიკი) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1967: „დიდი მწვანე ველი“ (ფერმის დირექტორი) რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი
- 1968: „ჯვარცმული კუნძული“ (სიპიტო) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ (კასრაძე) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1971: „მყუდრო სავანე“ (ნესტორი) რეჟ. კარლო ღლონტი
- 1973: „გადაღების ერთი დღე“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1973: „შერეკილები“ (მღვდელი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1974: „ძაღლი“ (სპირიდონი) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1978: „ყვარყვარე“ რეჟ. დევი აბაშიძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებაჭიათურის თეატრი
რედაქტირება- შალვა დადიანის „გუშინდელნი“ (კოწია)
- ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ (სულეიმანი)
- ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“ (მენგო)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“ (შმაგა)
- პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (მწერალი)
- ოთარ ჩიჯავაძის „თხუნელა“ (სანდრო)
- ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“ (მეფე ერეკლე )
- მონაწილეოა სპექტაკლებისა: „თამარ ცბიერი“, „ორი ობოლი“, „პატარა კახი“
დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- გიორგი შატბერაშვილის „ფიქრის გორა“
- კონსტანტინე სიმონოვის „უცხო აჩრდილი“
- ვსევოლოდსკისა და რუდნევის „მკაცრი დღეები“
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1950: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1961: საქართველოს სახალხო არტისტი
- ჭიათურის საუკუნის საუკეთესო მსახიობის წოდება
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 83.
- ბუხნიკაშვილი გ. „ჭიათურის თეატრი“ თბ., 1970