იური ქავთარაძე
იური ქავთარაძე (დ. 12 თებერვალი, 1923 ბათუმი — გ. 5 აპრილი, 1979, მოსკოვი) — ქართველი და საბჭოთა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი.
იური ქავთარაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
12 თებერვალი, 1923 ბათუმი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
1939 წლიდან მუშაობდა მსახიობად მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. 1946-1948 წწ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. შემდეგ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის (ВГИК) სამხატვრო (1951) და სარეჟისორო (1951 წ. სერგეი გერასიმოვის და თამარა მაკაროვას სახელოსნო) ფაკულტეტები.
1941-1945 მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა თბილისის სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების მხატვრად. რუსეთში გადასვლის შემდეგ კი — რეჟისორად მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის შემოქმედებითი გაერთიანება „ეკრანში".
ფილმოგრაფია
რედაქტირებარეჟისორი
რედაქტირება- 1961 „ჭიაკოკონა“
- 1966 „უყაიმო თამაში“
სცენარის ავტორი
რედაქტირება- 1966 „უყაიმო თამაში“
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- იური ქავთარაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ეროვნული ფილმოგრაფია — იური ქავთარაძე
- იური ქავთარაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- იური ქავთარაძე (რუსული)
სქოლიო
რედაქტირება- ქართული კინო. 1896-2011. თბ. 2011. გვ. 177