თეთრი ქარავანი (ფილმი)
თეთრი ქარავანი — მხატვრული ფილმი, კინომოთხრობა. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1963 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ 1964 წლის 17 აგვისტოს. კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია კინოს ჩვენება. ფილმის სცენარი ეკუთვნის მერაბ ელიოზიშვილს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას.
„თეთრი ქარავანი“ | |
---|---|
ჟანრი | კინომოთხრობა |
დამდგმელი რეჟისორი | |
სცენარის ავტორი | მერაბ ელიოზიშვილი |
როლებში | |
კომპოზიტორი | ირაკლი გეჯაძე |
ხმის ოპერატორი | მიხეილ ნიჟარაძე |
ოპერატორი |
|
მონტაჟი | ნელი სარადოვა |
მხატვარი |
|
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1963 |
ხანგრძლივობა | 97 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაგამოცდილი მწყემსი, მარტია ახლოური, სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.
როლებში
რედაქტირება- იმედა კახიანი — გელა
- არიადნა შენგელაია — მარია
- გიორგი კიკაძე — ვაჟია
- სპარტაკ ბაღაშვილი — მარტია
- ნ. კალაფიდინი — პეტრო
- მერაბ ელიოზიშვილი — ბალთა
- კონსტანტინე (კოტე) თოლორაია — სიათა
- დოდო აბაშიძე — დღვირა (მძღოლი)
- ალექსანდრე (სესიკა) კუპრაშვილი — ყივანა
- იოსებ (სოსო) თერალაშვილი — მოხუცი სერო
- ვალენტინ დონღუზაშვილი — გლახო
- ლეო (ლევან) ფილფანი — ჯაბალა
- აკაკი (კაკო) კვანტალიანი
- გრიგოლ ტყაბლაძე
- შალვა ლორთქიფანიძე
- დურმიშხან ხულორდავა
- უ. რაშიდოვი
- გ. ისაევა
- ა. აბოვიანი
- ვ. ბოჭორიშვილი
- ა. წიკლაური