ირაკლი გეჯაძე (დ. 26 ოქტომბერი, 1925, მცხეთა — გ. აგვისტო, 2002, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1982).

ირაკლი გეჯაძე
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 ოქტომბერი, 1925
დაბ. ადგილი მცხეთა
გარდ. თარიღი აგვისტო, 2002
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი ოპერა, სიმფონია
საქმიანობა კომპოზიტორი

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი (ა. მაჭავარიანის კლასი). 1946-1952 წლებში იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის ორკესტრის მევიოლინე, 1949–1957 წლებში — უცხო ენათა ინსტიტუტის თვითმოქმედი საგუნდო კოლექტივის ხელმძღვანელი. იყო თბილისის IX სამუსიკო სკოლისა და I სასწავლებლის პედაგოგი, 1963–1978 წლებში კი ამავე სასწავლებლის დირექტორი.

შექმნოლი აქვს ნაწარმოებები: ოპერა „განთიადი“, მუსიკალური კომედია „ორი რეკორდი“, სიმფონია „რექვიემი“, პროგრამული სიმფონია „ვარძია“, ორატორია „მარადისობა“, ორი კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის. შექმნილი აქვს კამერული, საგუნდო ნაწარმოებები და მუსიკა სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1982 — საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1999ღირსების ორდენი ქართული სამუსიკო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება