სიმფონია
სიმფონია (ბერძნ. συμφωνία — თანაჟღერა, συν — ერთად და φωνἠ — ბგერა) — ვრცელი მუსიკალური ნაწარმოები დასავლეთევროპულ კლასიკურ მუსიკაში. ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული, აღნიშნული ტერმინი მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდა, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო მისი დღეს მიღებული აზრით გამოყენება, რაც, ჩვეულებრივ, გულისხმობს რამდენიმე მოქმედებისგან შემდგარ ნაწარმოებს, რომელთაგანაც პირველი სონატურ ფორმაშია. სიმფონიები თითქმის ყოველთვის განსაზღვრულია ორკესტრისთვის, რომელიც სიმებიანი, ლითონის ჩასაბერი, ხის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებისგან, მთლიანობაში, 30-დან 100-მდე მუსიკოსისგან შედგება. სიმფონიები იწერება სრული პარტიტურის სახით, რომელიც ყველა ინსტრუმენტულ პარტიას შეიცავს, ხოლო ორკესტრის მუსიკოსები უკრავენ პარტიებიდან, რომელზეც მხოლოდ მათი ინსტრუმენტისთვის დაწერილი მუსიკაა მოცემული. ზოგიერთი სიმფონიაში, მაგალითად, ბეთჰოვენის მე-9, მალერის მე-2 და ა.შ. ვოკალური პარტიებიცაა.
ვენის კლასიკური სკოლის კომპოზიტორების მიერ დაწერილი სიმფონიების უმეტესობა ოთხი მოქმედებისგან შედგება, თუმცა XIX და XX საუკუნეებიდან მოყოლებული ხშირია სიმფონიები, რომლებიც უფრო მეტი ან ნაკლები რაოდენობის მოქმედებას შეიცავს.[1]
აკადემიურ მუსიკაში სიმფონია იგივე ადგილს იკავებს, რასაც დრამა ან რომანი ლიტერატურაში.[1] მან დასაბამი მისცა ახალი ტიპის ორკესტრს და ინსტრუმენტული მუსიკის უმნიშვნელოვანეს სფეროს, რომელსაც სიმფონიური მუსიკა ეწოდება.[2]
წარმოშობა
რედაქტირებატერმინი „სიმფონია“ წარმოშობილია ბერძნული სიტყვიდან ძვ. ბერძნ. συμφωνία (symphonia), რაც ნიშნავს „თანახმობას, თანაჟღერას“.[3] იგი, თანამედროვე მნიშვნელობის მიღებამდე მრავალ სხვადასხვა აზრს ატარებდა.
გვიანბერძნულ და შუა საკუნეების დროინდელ თეორიაში იგი აღნიშნავდა კონსონანსს, ხოლო მისი საწინააღმდეგო ტერმინი იყო ძვ. ბერძნ. διαφωνία (diaphōnia), რომელიც „დისონანსს“ აღნიშნავდა. შუა საუკუნეებში და შემდეგაც, ლათინური „symphonia“ აღნიშნავდა რამდენიმე სხვადასხვა ინსტრუმენტს, უფრო მეტად იმათ, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე ბგერის გამოცემა შეეძლო.[4] ისიდორე სევილიელი ამ სიტყვას ორთავიანი დოლის აღსანიშნავად იყენებდა, ხოლო დაახლოებით 1155-დან 1377-წლამდე ფრანგული „symphonie“ ორგანისტრუმს აღნიშნავდა. გვიანი შუა საუკუნეების ინგლისში „symphony“ ორივე ზემოთქმული მნიშვნელობით გამოიყენებოდა, ხოლო XVI საუკუნიდან მისი მნიშვნელობა დულსიმერის მნიშვნელობას ემთხვევა. გერმანულში „Symphonie“ ზოგადი სიტყვა იყო სპინეტების და ვირგინალების აღსანიშნავად XVI-XVIII საუკუნეებში.[5]
„ერთად ხმოვანების“ მნიშვნელობით ტერმინი პირველად XVI-XVII საუკუნეების ზოგიერთი კომპოზიტორის ნაწარმოებთა სათაურებში გვხვდება, მათ შორისაა ჯოვანი გაბრიელის Sacrae symphoniae და Symphoniae sacrae, liber secundus, გამოქვეყნებული, შესაბამისად, 1597 და 1615 წლებში; ადრიანო ბანკიერის Eclesiastiche sinfonie, dette canzoni in aria francese, per sonare, et cantare, op. 16, გამოცემული 1607 წელს; ლოდოვიკო გროსი და ვიადანას Sinfonie musicali, op. 18, გამოქვეყნებული 1610 წელს და ჰაინრიხ შიუცის Symphoniae sacrae, op. 6 და Symphoniarum sacrarum secunda pars, op. 10, გამოქვეყნებული, შესაბამისად, 1629 და 1647 წლებში. ვიადანას კომპლექტის გარდა, რომელიც მხოლოდ ინსტრუმენტული, სეკულარული ნაწარმოებებისგან შედგება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საეკლესიო ვოკალური ნამუშევრების კოლექციაა, რომელთაგანაც ზოგიერთს ინსტრუმენტული აკომპანიმენტიც ახლავს.[6][7]
XVII საუკუნეში, ბაროკოს პერიოდის განმავლობაში, ტერმინი „სიმფონია“ („sinfonia“) მრავალ სხვადასხვა ნაწარმოებს აღნიშნავდა, მათ შორის, ოპერებში, სონატებში და კონცერტებში გამოყენებულ ინსტრუმენტულ პიესებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, დიდი ზომის ნაწარმოების ნაწილი იყო. „Opera sinfonia“, იგივე „იტალიური უვერტიურა“ XVIII საუკუნისთვის სტანდარტულად, სამი ნაწილისგან შედგებოდა: ჩქარი, ნელი, ჩქარი საცეკვაო რიტმით. იგი, ამ ფორმით, საორკესტრო სიმფონიის პირდაპირ წინამორბედად ითვლება. ტერმინები უვერტიურა, სიმფონია და sinfonia XVIII საუკუნის თითქმის ბოლომდე სინონიმები იყო.[8]
XVIII საუკუნე
რედაქტირებასიმფონია XVIII საუკუნეში ინტენსიურად ვითარდებოდა.[9] იგი გარკვეულ როლს თამაშობდა საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროში, მათ შორის, საეკლესიო მსახურებებშიც,[9] თუმცა, სიმფონიური პერფორმანსების განსაკუთრებით ძლიერი მხარდამჭერი არისტოკრატია იყო. ვენაში, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენდა სიმფონიების შექმნისთვის, „მუსიკალურ საზოგადოებებს მხარს უჭერდა ასობით ოჯახი, რომელიც დროს ვენასა და თავიანთ მამულებს შორის ანაწილებდა, იმპერიის სხვა ნაწილში“.[10] რამდენადაც მაშინდელი ორკესტრი საკმაოდ მცირე ზომისა იყო, ამ არისტოკრატიული დაწესებულებების უმეტესობაში სიმფონიის შესრულებაც იყო შესაძლებელი. ახალგაზრდა იოზეფ ჰაიდნმა, გრაფი მორცინის კარზე სამსახურის დაწყებისას, 1757 წელს, აღმოაჩინა, რომ მისი ორკესტრი ერთ-ერთი იყო ვენის ცოცხალ და კონკურენტულ მუსიკალური ასპარეზზე, რომელშიც არაერთი არისტოკრატის მიერ დაფინანსებული ანსამბლი შედიოდა.[11]
XVIII საუკუნეში ადგილი ჰქონდა სიმფონიური ორკესტრის თანდათანობით გაფართოებასაც.[12] თავდაპირველად, სიმფონიები ოთხ ნაწილად გაყოფილი სიმებიანი ორკესტრისთვის იქმნებოდა, რომელშიც I ვიოლინოები, II ვიოლინოები, ალტები და ბანები შედიოდა (ბანის ხაზს ჩელოები და ოქტავით დაბლა კონტრაბასები უკრავდა, შესაძლოა, ფაგოტებიც). დროდადრო, ამ ანსამბლიდან ალტებსაც იღებდნენ ხოლმე. შესაძლებელი იყო basso continuo-ს პარტიაც, რომელშიც ფაგოტი და კლავესინი, ან სხვა, აკორდების დაკვრის შესაძლებლობის მქონდე ინსტრუმენტი შედიოდა ხოლმე.[12]
პირველი დანამატი ამ ანსამბლზე წყვილი ვალტორნა იყო, ხანდახან კი წყვილი ჰობოი, ხოლო მოგვიანებით - ორივე ერთად. საუკუნის ბოლომდე კლასიკურ ორკესტრს სხვა ინსტრუმენტებიც დაემატა, მაგალითად, ფლეიტები (რომელიც ზოგჯერ ჰობოის ანაცვლებდა), ცალკე პარტიებად გამოყოფილი ფაგოტები, კლარნეტები, შემდეგ საყვირები და ლიტავრები. ნაწარმოებები განსხვავდებოდა იმით, თუ რომელ ინსტრუმენტებს იყენებდა ამ შემადგენლობიდან. სრულმასშტაბიანი კლასიკური ორკესტრი, რომელიც ამ საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა, შეიცავდა ზემოხსენებულ სიმებიან სექციას, ხის ჩასაბერებს (ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი) წყვილად, წყვილ ვალტორნას და ლიტავრებს. შესაძლებელი იყო კლავიშიანი ინსტრუმენტის გამოყენებაც continuo-ს სახით.
„იტალიური“ სტილის სიმფონიამ, რომელიც ოპერაში უვერტიურების და ანტრაქტების სახით გამოიყენებოდა ხოლმე, სტანდარტული სამნაწილიანი (ჩქარი-ნელი-ჩქარი) ფორმა მიიღო. XVIII საუკუნეში კი ოთხნაწილიანი სიმფონიების წერა დაიწყეს,[13] რომელსაც სამნაწილიანმა ვარიანტმა თანდათანობით დაუთმო ადგილი. ჰაიდნის პირველი 30 სიმფონიიდან დაახლოებით ნახევარი სამნაწილიან ფორმაშია;[14] იგივე იყო ნორმა ახალგაზრდა მოცარტისთვისაც, სავარაუდოდ, მისი მეგობრის, იოჰან კრისტიან ბახის გავლენით.[15] გვიანდელი სამნაწილიანი სიმფონიის შესანიშნავი ნიმუშია მოცარტის სიმფონია №38.
ოთხნაწილიანი ფორმა, რომელიც ამ ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბდა, შემდეგნაირი იყო:[16][17]
- შესავალი ნაწილი სონატურ ფორმაში ან allegro
- ნელი მოქმედება, მაგალითად, adagio
- მენუეტი ან სკერცო, რომელშიც ტრიოც შედიოდა
- allegro, რონდო ან სონატა
მიღებული იყო სხვადასხვა ვარიაცია, როგორიცაა შუა ნაწილების თანმიმდევრობის გადანაცვლება ან პირველ მოქმედებაზე ნელი შესავლის დართვა. ჰაიდნს, მოცარტსა და მათ თანამედროვეებს ოთხნაწილიანი ფორმა საორკესტრო ან მულტიინსტრუმენტული კამერული მუსიკისთვის ჰქონდათ შემონახული, თუმცა, ბეთჰოვენის შემდეგ სოლო სონატები ისევე ხშირად გვხვდება ოთხნაწილიან ფორმაში, როგორც სამნაწილიანში.[18]
ადრეული სიმფონიების შექმნის ცენტრები იყო მილანი, ვენა და მანჰაიმი. მილანურ სკოლაში, რომლის ცენტრალური ფიგურა ჯოვანი ბატისტა სამარტინი იყო, შედიოდნენ ანტონიო ბრიოსკი, ფერდინანდო გალიმბერტი და ჯოვანი ბატისტა ლამპუნიანი. ვენის ადრეული წარმომადგენლებიდან აღსანიშნავია გეორგ კრისტოფ ვაგენსაილი, ვენცელ რაიმუნდ ბირკი და გეორგ მატიას მონი, ცოტა მოგვიანებით მათ რიცხვს დაემატა იოჰან ბატისტ ვანჰალი, კარლ დიტერს ფონ დიტერსდორფი და ლეოპოლდ ჰოფმანი. მანჰაიმის სკოლიდან აღსანიშნავია იოჰან შტამიცი.[19]
XVIII საუკუნის ბოლო ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი სიმფონისტები იყვნენ ჰაიდნი, რომელმაც 36 წლის მანძილზე სულ მცირე 107 სიმფონია დაწერა[20] და მოცარტი, რომელმაც შექმნა სულ მცირე 47 სიმფონია 24 წლის მანძილზე.[21]
XIX საუკუნე
რედაქტირებაXIX საუკუნის დასაწყისში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენმა სიმფონია ყოველდღიური ჟანრიდან, რომელიც დიდი რაოდენობით იქმნებოდა, აქცია ხელოვნების უზენაეს ფორმად, რომელშიც კომპოზიტორები მუსიკის პოტენციალის უმაღლეს გამოხატვას ეძებდნენ.[22] ბეთჰოვენმა დაიწყო ორი სიმფონიით, რომელიც ჰაიდნის და მოცარტის სტილების გაგრძელებას წარმოადგენდა, ხოლო შემდეგ შექმნა კიდევ შვიდი სიმფონია, რომლებმითაც, მე-3 სიმფონიიდან (Eroica) დაწყებული, ჟანრის მასშტაბები და ამბიციები გააფართოვა. მისი მე-5 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმფონიაა. მისმა განვითარებამ ემოციურად მღელვარე დო-მინორული შესავლიდან ტრიუმფალურ მაჟორულ ფინალამდე შექმნა სიმფონიის მოდელი ისეთი მომავალი კომპოზიტორებისვის, როგორიცაა ბრამსი და მალერი.[23] მისი მე-6 სიმფონია პროგრამული ნამუშევარია, რომელშიც მოცემულია ფრინველთა გალობის და ჭექა-ქუხილის ინსტრუმენტული იმიტაციები და უჩვეულო მეხუთე მოქმედება (ნორმად ქცეული ოთხის ნაცვლად). მისი მე-9 შეიცავს ვოკალური სოლისტებისა და გუნდის პარტიებს ბოლო მოქმედებაში, რაც მას საგუნდო სიმფონიად აქცევს.[24]
ფრანც შუბერტის სიმფონიებიდან ორი ძირითადი რეპერტუარის ნაწილია და ხშირად სრულდება. მე-8 სიმფონიიდან (1822) შუბერტმა მხოლოდ პირველი ორი მოქმედება დაასრულა, რის გამოც ეს რომანტიკული ნაწარმოები ცნობილია ზედმეტსახელით „დაუსრულებელი“. მისი ბოლო დასრულებული სიმფონია, მე-9 (1826), მასშტაბური ნაწარმოებია კლასიკურ სტილში.[25]
ადრეული რომანტიკოსებიდან, ფელიქს მენდელსონი (ხუთი სიმფონია) და რობერტ შუმანი (ოთხი) აგრძელებდნენ სიმფონიების შექმნას კლასიკურ ყალიბში, თუმცა, თავიანთი მუსიკალური ენის გამოყენებით. მეორეს მხრივ, ჰექტორ ბერლიოზი პროგრამულ ნაწარმოებებს ანიჭებდა უპირატესობას, როგორიცაა მისი „დრამატული სიმფონია“ რომეო და ჯულიეტა (Roméo et Juliette) და ფანტასტიური სიმფონია (ფრანგ. Symphonie fantastique). ეს უკანასკნელი ასევე პროგრამული ნამუშევარია, რომელიც შეიცავს მარშს, ვალსს და ხუთ მოქმედებას ოთხის ნაცვლად. მისი მეოთხე და უკანასკნელი სიმფონია, დიდი სამგლოვიარო და ტრიუმფალური სიმფონია (ფრანგ. Grande symphonie funèbre et triomphale), თავდაპირველი სახელწოდებით სამხედრო სიმფონია (Symphonie militaire), 1840 წელს დაიწერა 200-კაციანი სამხედრო ორკესტრისთვის და მსგავსი შემადგენლობისთვის დაწერილი სიმფონიის ადრეულ მაგალითს წარმოადგენს. ბერლიოზმა მოგვიანებით მას არჩევითი სიმებიანი პარტიები და საგუნდო ფინალი დაამატა.[26] 1851 წელს რიხარდ ვაგნერმა განაცხადა, რომ ბეთჰოვენის შემდეგ დაწერილი ყველა სიმფონია მხოლოდ ეპილოგი იყო და არაფერ ახალს არ სთავაზობდა მსმენელს. მართლაც, 1850 წელს დაწერილი შუმანის უკანასკნელი სიმფონიის („Rhenish“) შემდეგ ლისტისეულმა სიმფონიურმა პოემამ, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა სიმფონია, როგორც მასშტაბური ინსტრუმენტული მუსიკის წამყვანი ფორმა. ეს დაახლოებით ორი ათეული წელი გაგრძელდა, ვიდრე 1870-იან და 1880-იანი წლებიდან სიმფონიის „მეორე ეპოქა“ არ დაიწყო ანტონ ბრუკნერის, იოჰანეს ბრამსის, პეტრე ჩაიკოვსკის, კამილ სენ-სანსის, ალექსანდრ ბოროდინის, ანტონინ დვორჟაკის და სეზარ ფრანკის ნაწარმოებებით, რომლებიც საკონცერტო რეპერტუარში სულ მცირე ერთი საუკუნე დომინირებდნენ.[27]
XIX საუკუნის განმავლობაში კომპოზიტორები აგრძელებდნენ სიმფონიური ორკესტრის ზომის გაზრდას. საუკუნის დასაწყისში სრულმასშტაბიანი ორკესტრი შედგებოდა სიმებიანი სექციისგან, რომელსაც ემატებოდა წყვილებად ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, ვალტორნა, საყვირი და ლიტავრების კომპლექტი.[28] მაგალითად, ამ შემადგენლობის ორკესტრისთვისაა განსზღვრული ბეთჰოვენის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 სიმფონიები. ორკესტრს აგრეთვე ემატებოდა ტრომბონები, რომლებიც ჩვეულებრივ, საეკლესიო და თეატრალურ მუსიკაში გამოიყენებოდა. ამის მაგალითებია მისივე მე-5, მე-6 და მე-9 სიმფონიები. დიდი საორკესტრო ბარაბანი, სამკუთხედი და თეფში, აგრეთვე ფლეიტა პიკოლო, რომელიც XVIII საუკუნეში კოლორისტული ეფექტებისთვის გამოიყენებოდა ე.წ. „თურქულ მუსიკაში“, სულ უფრო ხშირად ემატებოდა სიმფონიურ ორკესტრს XIX საუკუნეში.[28] მალერის დროს კომპოზიტორისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო საორკესტრო ინსტრუმენტების უზარმაზარი არჩევანი.[28] გარდა ინსტრუმენტების მრავალფეროვნების გაზრდისა, იზრდებოდა როგორც სიმებიანი, ისე ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა რიცხოვნობაც, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ორკესტრის და შესაბამისად, საკონცერტო დარბაზების ზომა.[28]
XX საუკუნე
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისში გუსტავ მალერი წერდა ხანგრძლივ და მასშტაბურ სიმფონიებს. მაგალითად, მისი მე-8 სიმფონია, რომელიც 1906 წელს დაიწერა, მოიხსენიება, როგორც „სიმფონია ათასისთვის“, რადგანაც იყენებს სამ გუნდს, რვა სოლისტს და მნიშვნელოვნად გაზრდილ ორკესტრს ორღანთან ერთად.[29] გარდა ამისა, მისი მე-3 სიმფონია, რომელიც დაახლოებით 100 წუთამდე გრძელდება, რეგულარულად შესრულებული ერთ-ერთი უგრძესი სიმფონიაა. XX საუკუნეშივე მოხდა სტილურად და შინაარსობრივად კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია იმ ნაწარმოებებისა, რომელთაც კომპოზიტორები „სიმფონიას“ უწოდებდნენ.[30] ზოგიერთი კომპოზიტორი, მათ შორის, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სერგეი რახმანინოვი და კარლ ნილსენი აგრძელებდნენ ტრადიციულ, ოთხნაწილიან ფორმაში მუშაობას, ხოლო სხვებმა განსხვავებული მიდგომა აირჩიეს: ჟან სიბელიუსის ბოლო, მე-7 სიმფონია ერთმოქმედებიანია, ხოლო ალან ჰოვანესის მე-9 სიმფონია წმინდა ვართანი (თავდაპირველად op. 80, შემდეგ op. 180), რომელიც 1949-50 წლებში დაიწერა, 24 მოქმედებისგან შედგება.[31]
ტრადიციული, ოთხმოქმედებიანი სიმფონიური ფორმის ერთ მოქმედებაში შეკუმშვის კონცეფცია გვიან XIX საუკუნეში წარმოიშვა. მას ორგანზომილებიანი სიმფონიური ფორმა ეწოდა და მისი შემობრუნების წერტილი იყო არნოლ შონბერგის კამერული სიმფონია №. 1, Op. 9 (1909), რომელსაც 1920-იან წლებში სხვა ერთმოქმედებიანი გერმანული სიმფონიებიც მოჰყვა, მათ შორის, კურტ ვაილის 1-ლი სიმფონია (1921), მაქს ბუტინგის კამერული სიმფონია, Op. 25 (1923) და პაულ დესაუს სიმფონია (1926).[32]
მიუხედავად დივერსიფიკაციისა, რჩებოდა გარკვეული ტენდენციები. ნაწარმოების, როგორც „სიმფონიის“ განსაზღვრა კვლავ გულისხმობდა გარკვეულ კომპლექსურობას და სერიოზულობას. ნაწარმოებისთვის, რომელიც უფრო მოკლე იყო, მოკრძალებული მიზნებით და მსუბუქი ფორმით, სიტყვა „სინფონიეტა“ გამოიყენებოდა. ასეთია სერგეი პროკოფიევის სინფონიეტა ორკესტრისთვის.[33]
XX საუკუნის პირველ ნახევარში ედუარდ ელგარმა, გუსტავ მალერმა, ჟან სიბელიუსმა, კარლ ნილსენმა, იგორ სტრავინსკიმ, ბოჰუსლავ მარტინუმ, როჯერ სეშენსმა და დიმიტრი შოსტაკოვიჩმა შექმნეს სიმფონიები, რომელთაც ახასიათებდათ „ექსტრაორდინალური მასშტაბი, სიმდიდრე, ორიგინალურობა და ექსპრესიულობა“[34]. სიმფონიის მნიშვნელობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად გამოხატავს იგი იმ ეპოქაში მიღებულ ფორმალურ კონცეფციებს, რომელშიც შეიქმნა. კომპოზიტორთაგან, რომელთა სიმფონიებსაც ეს განსაზღვრება მიესადაგება, აღსანიშნავია სიბელიუსი, სტრავინსკი, ლუჩიანო ბერიო (Sinfonia, 1968–69), ელიოტ კარტერი (სიმფონია სამი ორკესტრისთვს, 1976) და პელ გუდმუნდსენ-ჰოლმგრინი (სიმფონია/ანტიფონია, 1980).[35]
XX საუკუნეში სულ უფრო მეტი სიმფონია იწერებოდა საკონცერტო და სხვა სახის ბენდებისთვს. ამის ერთ-ერთი პირველი მაგალითი ბერლიოზის ზემოხსენებული ნამუშევრის შემდეგ იყო ნიკოლაი მიასკოვსკის სიმფონია №19, Op. 46 (1939). აგრეთვე აღსანიშნავია პოლ ჰინდემიტის სიმფონა ბენდისთვის სი♭, მორტონ გულდის სიმფონია №4 West Point (1952), ჰოვანესის მე-4, მე-7, მე-14 და 23-ე სიმფონიები (1958-1972), ალფრედ რიდის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 სიმფონიები (1979-1994) და იოჰან დე მეის სიმფონია №1 ბეჭდების მბრძანებელი (1988).[36]
წყაროები
რედაქტირება- Anon. n.d. "Mannheim School". Encyclopædia Britannica (accessed 27 January 2015).
- Anon. 2008. "Symphony." The Oxford Dictionary of Music, second edition, revised, edited by Michael Kennedy, associate editor Joyce Bourne. Oxford Music Online (Accessed 24 July 2008) (ფასიანი რეგისტრაცია).
- Battisti, Frank L. 2002. The Winds of Change: The Evolution of the Contemporary American Wind Band/Ensemble and Its Conductor. Galesville, MD: Meredith Music Publications. ISBN 9780634045226.
- Berlioz, Hector. 1857. Roméo et Juliette: Sinfonie dramatique: avec choeurs, solos de chant et prologue en récitatif choral, op. 17. Partition de piano par Th. Ritter. Winterthur: J. Rieter-Biedermann.
- Berlioz, Hector. 2002. Berlioz's Orchestration Treatise: A Translation and Commentary, translated by Hugh Macdonald. Cambridge University Press, 2002. ISBN 0-521-23953-2.
- Bowman, Carl Byron. 1971. "The Ecclesiastiche Sinfonie (Opus 16) of Adriano Banchieri (1568–1634)". Ph.D. diss. New York: New York University.
- Brown, Howard Mayer. 2001. "Symphonia". The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
- Dahlhaus, Carl. 1989. Nineteenth-Century Music, translated by J. Bradford Robinson. Berkeley, Los Angeles, and London: University of California Press. ISBN 978-0-520-07644-0.
- Eisen, Cliff, and Stanley Sadie. 2001. "Mozart (3): (Johann Chrysostum) Wolfgang Amadeus Mozart". The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan.
- Grimley, Daniel M. 2013. "Symphony/Antiphony: Formal Strategies in the Twentieth-Century Symphony". In The Cambridge Companion to the Symphony, edited by Julian Horton, 285–310. Cambridge Companions to Music. Cambridge and New York: Cambridge University Press. ISBN 9781107469709.
- Hansen, Richard K. 2005. The American Wind Band: A Cultural History. Chicago, Ill: GIA Publications. ISBN 1-57999-467-9.}}
- Hopkins, Antony. 1981. The Nine Symphonies of Beethoven. London: Heinemann.
- Horton, Julian (ed.). 2013. The Cambridge Companion to the Symphony. Cambridge and New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-88498-3.
- Jackson, Timothy L. 1999. Tchaikovsky, Symphony no. 6 (Pathétique). Cambridge Music Handbooks. Cambridge and New York: Cambridge University Press. ISBN 0-521-64111-X (cloth); ISBN 0-521-64676-6 (pbk).
- Kennedy, Michael. 2006a. "Sinfonietta". The Oxford Dictionary of Music, second edition, revised, Joyce Bourne, associate editor. Oxford and New York: Oxford University Press.
- Kennedy, Michael. 2006b. "Symphony". The Oxford Dictionary of Music, second edition, revised, Joyce Bourne, associate editor. Oxford and New York: Oxford University Press.
- LaRue, Jan. 1959. "A Union Thematic Catalogue of 18th Century Symphonies". Fontes Artis Musicae 6:18–20.
- LaRue, Jan. 1988. A Catalogue of 18th-Century Symphonies, i: Thematic Identifier. Bloomington, IN
- LaRue, Jan, Mark Evan Bonds, Stephen Walsh, and Charles Wilson. 2001. "Symphony". The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
- Libbey, Theodore. 1999. The NPR Guide to Building a Classical CD Collection, second edition. Workman Publishing. New York: Workman Publishing Company. ISBN 978-0761104872
- Macdonald, Hugh. 2001b. "Berlioz, Hector". The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
- Marcuse, Sybil. 1975. Musical Instruments: A Comprehensive Dictionary. Revised edition. The Norton Library. New York: W. W. Norton. ISBN 0-393-00758-8.
- Prout, Ebenezer. 1895. Applied Forms: A Sequel to 'Musical Form', third edition. Augener's Edition, no. 9183. London: Augener. Facsimile reprint, New York: AMS Press, 1971. ISBN 0-404-05138-3.
- Randel, Don Michael. 2003. The Harvard Dictionary of Music, fourth edition. Cambridge, Massachusetts: Harvard University Press. ISBN 9780674011632.
- Rosen, Charles. 1997. The Classical Style: Haydn, Mozart, Beethoven, expanded edition. London: Faber and Faber; New York: W. W. Norton. ISBN 9780571192878 (Faber and Faber, cloth); ISBN 9780571228126 (Faber and Faber, pbk); ISBN 9780393040203 (Norton, cloth); ISBN 9780393317121 (Norton, pbk).
- Stainer, John, and Francis W Galpin. 1914. "Wind Instruments – Sumponyah; Sampunia; Sumphonia; Symphonia". In The Music of the Bible, with Some Account of the Development of Modern Musical Instruments from Ancient Types, new edition. London: Novello and Co.; New York: H.W. Gray Co.
- Stein, Leon. 1979. Structure & Style: The Study and Analysis of Musical Forms, expanded edition. Princeton, N.J.: Summy-Birchard Music. ISBN 0-87487-164-6.
- Steinberg, Michael. 1995. The Symphony: A Listener's Guide. Oxford and New York: Oxford University Press. ISBN 978-0-19-506177-2 (cloth); ISBN 978-0-19-512665-5 (pbk) (accessed 27 January 2015).
- Tawa, Nicholas E. From Psalm to Symphony: A History of Music in New England. Boston: Northeastern University Press. ISBN 978-1-55553-491-2.
- Temperley, Nicholas. 2001. "Sinfonietta." The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
- Thomson, Andrew. 2001. "Widor, Charles-Marie(-Jean-Albert)", 2. Works. The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
- Vande Moortele, Steven. 2013. "'Two-dimensional' Symphonic Forms: Schoenberg's Chamber Symphony, Before and After". In The Cambridge Companion to the Symphony, edited by Julian Horton, 268–84. Cambridge Companions to Music. Cambridge and New York: Cambridge University Press. ISBN 9781107469709.
- Webster, James, and Georg Feder. 2001. "Haydn, (Franz) Joseph". The New Grove Dictionary of Music and Musicians, second edition, edited by Stanley Sadie and John Tyrrell. London: Macmillan Publishers.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ballantine, Christopher. 1983. Twentieth Century Symphony. London: Dennis Dobson. ISBN 0-234-72042-5.
- Brown, A. Peter. 2002. The Symphonic Repertoire, Volume II: The First Golden Age of the Viennese Symphony: Haydn, Mozart, Beethoven, and Schubert. Bloomington and London: Indiana University Press. ISBN 978-0-253-33487-9.
- Brown, A. Peter. 2007. The Symphonic Repertoire, Volume III, Part A: The European Symphony from ca. 1800 to ca. 1930: Germany and the Nordic Countries. Bloomington and London: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34801-2.
- Brown, A. Peter. 2007. The Symphonic Repertoire, Volume IV: The Second Golden Age of the Viennese Symphony: Brahms, Bruckner, Dvořák, Mahler, and Selected Contemporaries. Bloomington, IN: Indiana University Press. ISBN 978-0-253-33488-6.
- Brown, A. Peter with Brian Hart. 2008. The Symphonic Repertoire, Volume III, Part B: The European Symphony from ca. 1800 to ca. 1930: Great Britain, Russia, and France. Bloomington and Indianapolis: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34897-5.
- Cuyler, Louise. 1995. The Symphony. Second Edition. Detroit Monographs in Musicology, Studies in Music 16. Warren, MI: Harmonie Park Press. ISBN 978-0-899-90072-8.
- Holoman, D. Kern. 1996. The Nineteenth-Century Symphony. Studies in Musical Genres and Repertoires. New York: Schirmer. ISBN 978-0-028-71105-8.
- Layton, Robert, ed. 1993. Companion to the Symphony. New York: Simon and Schuster. ISBN 978-0-671-71014-9.
- Morrow, Mary Sue, and Bathia Churgin, eds. 2012. The Symphonic Repertoire, Volume I: The Eighteenth-Century Symphony. Bloomington and London: Indiana University Press. ISBN 978-0-253-35640-6.
- Ritzarev, Marina. 2014. Tchaikovsky's Pathétique and Russian Culture. Farnham, Surrey; Burlington, Vermont: Ashgate. ISBN 978-1-4724-2411-2.
- Simpson, Robert, ed. 1967. The Symphony, Volume I: Haydn to Dvořák. Baltimore, MD: Penguin Books. ISBN 978-0-140-20772-9.
- Simpson, Robert, ed. 1967. The Symphony, Volume II: Elgar to the Present Day. Baltimore, MD: Penguin Books. ISBN 978-0-140-20773-6.
- Stedman, Preston. 1992. The Symphony. Second Edition. Pearson. ISBN 978-0-13-880055-0.
- Wyn Jones, David. 2006. The Symphony in the Age of Beethoven. New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-86261-5.
- Young, Percy M. 1968. Symphony. Phoenix Music Guides. Boston: Crescendo Publishers. SBN: 87597-018-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Gann, Kyle. A Chronology of the Symphony 1730-2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-04. A list of selected major symphonies composed 1800-2005, with composers of 18th, 19th, 20th and 21st century symphonies
- The Symphony – Interactive Guide
- "List of symphonists, mostly active after 1800", compiled by Thanh-Tâm Lê: A to D. E to J. K to O. P to Z.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Штейнпресс. Симфония, 1981. გვ. 21—22
- ↑ Штейнпресс Б. С. Симфоническая музыка // Музыкальная энциклопедия / под ред. Ю. В. Келдыша. — საბჭოთა ენციკლოპედია, 1981. ტ. 5. გვ. 16-17
- ↑ „Symphony“, Oxford English Dictionary (online version რედ.), http://www.oed.com/view/Entry/196292?redirectedFrom=symphony#eid
- ↑ Brown, Howard Mayer (2001), „Symphonia“, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second რედ.), London: Macmillan Publishers
- ↑ Marcuse, Sybil (1975). Musical Instruments: A Comprehensive Dictionary, Revised, W. W. Norton, გვ. 501. ISBN 0-393-00758-8.
- ↑ Bowman, Carl Byron (1971). The Ecclesiastiche Sinfonie (Opus 16) of Adriano Banchieri (1568–1634), Ph.D. diss., New York University, გვ. 7. OCLC 605998103.
- ↑ LaRue, Jan; Bonds, Mark Evan; Walsh, Stephen; Wilson, Charles (2001), „Symphony“, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second რედ.), London: Macmillan Publishers
- ↑ LaRue, Jan; Bonds, Mark Evan; Walsh, Stephen; Wilson, Charles (2001), "Symphony", in Stanley Sadie; John Tyrrell, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second ed.), London: Macmillan Publishers
- ↑ 9.0 9.1 LaRue, Bonds, Walsh, and Wilson, 2001. §I.2
- ↑ LaRue, Bonds, Walsh, and Wilson, 2001. §I.10
- ↑ Carpani, Giuseppe (1823). Le Haydine, ovvero Lettere su la vita e le opere del celebre maestro Giuseppe Haydn, Second, გვ. 66.
- ↑ 12.0 12.1 LaRue, Bonds, Walsh, and Wilson, 2001. §I.4
- ↑ Hepokoski, James; Darcy, Warren (2006) Elements of Sonata Theory : Norms, Types, and Deformations in the Late-Eighteenth-Century Sonata. Oxford University Press, გვ. 320. ISBN 0198033451.
- ↑ Count taken from Graham Parkes, "The symphonic structure of Also sprach Zarathustra: a preliminary outline," in Luchte, James (2011). Nietzsche's Thus Spoke Zarathustra: Before Sunrise. Bloomsbury Publishing. ISBN 1441118454. . Excerpts on line at [1].
- ↑ Gärtner, Heinz (1994). John Christian Bach: Mozart's Friend and Mentor. Hal Leonard Corporation. ISBN 0931340799. Excepts on line at [2].
- ↑ Jackson, Timothy L. (1999). „Tchaikovsky, Symphony no. 6 (Pathétique)“, Cambridge Music Handbooks. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 26. ISBN 0-521-64111-X.
- ↑ Stein, Leon (1979). Structure & Style: The Study and Analysis of Musical Forms, expanded, Princeton, N.J.: Summy-Birchard Music, გვ. 106. ISBN 0-87487-164-6.
- ↑ Prout, Ebenezer (1895). Applied Forms: A Sequel to 'Musical Form', third Augener's Edition, no. 9183. London: Augener. Facsimile reprint,, AMS Press, 1971, გვ. 249. ISBN 0-404-05138-3.
- ↑ Anonymous, „Mannheim School“, Encyclopædia Britannica, http://www.britannica.com/EBchecked/topic/362596/Mannheim-school
- ↑ Webster, James; Feder, Georg (2001), „Haydn, (Franz) Joseph“, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second რედ.), London: Macmillan Publishers
- ↑ Eisen, Cliff; Sadie, Stanley (2001), „Mozart (3): (Johann Chrysostum) Wolfgang Amadeus Mozart“, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second რედ.), London: Macmillan Publishers
- ↑ Dahlhaus, Carl (1989). Nineteenth-Century Music. Translated by Robinson, J. Bradford. Berkeley: University of California Press. p. 265. ISBN 978-0-520-07644-0. OCLC 17951591.
- ↑ Libbey, Theodore (1999). The NPR Guide to Building a Classical CD Collection, Second, Workman Publishing, გვ. 40. ISBN 978-0761104872.
- ↑ Jan LaRue et al. (n.d.) "Symphony," in the New Grove Dictionary of Music and Musicians (online edition).
- ↑ Rosen, Charles (1997). The Classical Style: Haydn, Mozart, Beethoven, expanded, Faber and Faber, გვ. 521. ISBN 9780571192878. OCLC 38185106.
- ↑ Macdonald, Hugh (2001), „Berlioz, Hector“, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second რედ.), London: Macmillan Publishers, pp. §3: 1831–42
- ↑ Dahlhaus, Carl (1989). Nineteenth-Century Music. University of California Press, გვ. 265. ISBN 978-0-520-07644-0. OCLC 17951591.
- ↑ 28.0 28.1 28.2 28.3 LaRue, 2001. §II.1
- ↑ Барсова И. А. Оркестр // Музыкальная энциклопедия / под ред. Ю. В. Келдыша. საბჭოთა ენციკლოპედია, 1978. ტ. 4. გვ. 90-91
- ↑ "Symphony." The Oxford Dictionary of Music, second edition, revised, edited by Michael Kennedy, associate editor Joyce Bourne. Oxford Music Online (Accessed 24 July 2008)
- ↑ Tawa, Nicholas E. (2001). From Psalm to Symphony: A History of Music in New England. Northeastern University Press, გვ. 352. ISBN 978-1-55553-491-2.
- ↑ Vande Moortele, Steven (2013), „Two-dimensional' Symphonic Forms: Schoenberg's Chamber Symphony, Before and After“, Julian Horton, The Cambridge Companion to the Symphony, Cambridge Companions to Music, Cambridge and New York: Cambridge University Press, pp. 269, 284n9, ISBN 9781107469709
- ↑ Temperley, Nicholas (2001), „Sinfonietta“, The New Grove Dictionary of Music and Musicians (Second რედ.), London: Macmillan Publishers
- ↑ Steinberg 1995, 404
- ↑ Grimley, Daniel M (2013), „Symphony/Antiphony: Formal Strategies in the Twentieth-Century Symphony“, Julian Horton, The Cambridge Companion to the Symphony, Cambridge Companions to Music., Cambridge and New York: Cambridge University Press, p. 287, ISBN 0521884985, OCLC 795504217
- ↑ Battisti, Frank L. 2002. The Winds of Change: The Evolution of the Contemporary American Wind Band/Ensemble and Its Conductor. Galesville, MD: Meredith Music Publications. ISBN 9780634045226.