მერაბ ელიოზიშვილი
მერაბ ელიოზიშვილი (დ. 18 დეკემბერი, 1934, ცხინვალი, — გ. 4 იანვარი, 2012, თბილისი) — ქართველი მწერალი, სცენარისტი, მსახიობი.
მერაბ ელიოზიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1934 |
დაბადების ადგილი | ცხინვალი, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 4 იანვარი, 2012 (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი, მწერალი და სცენარისტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1934 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ცხინვალში, 1952 წელს დაამთავრა ქ. ცხინვალის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ცხინვალში მიღებული არასრული მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის სიმფონიურ ორკესტრში გამოიყენა, უკრავდა ვიოლინოზე.
1958 წლის ჟურნალ „ცისკრის“ მე-12 ნომერში გამოქვეყნდა პირველი სამი მოთხრობა და მას შემდეგ ამ ჟურნალისათვის არ უღალატია. დაწერილი აქვს ორი პატარა წიგნი, მათგან ერთი რუსულ ენაზეც გამოიცა. არის ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი — ერთი მათგანია „თეთრი ქარავანი“, ხოლო მეორე — „დიდი მწვანე ველი“. მისი პირველი მოთხრობა „ბებერი მეზურნეები“ (1958) პიესადაც გადააკეთა, რომელმაც ყველაზე დიდი აღიარება მოუტანა. 1971–1972 იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სცენარისტთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი.
1995 წელს დიაკვნად ეკურთხა ელიოზის სახელით. გარდაიცვალა 2012 წელს. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
შემოქმედება
რედაქტირებამოთხრობები
რედაქტირება- 1961:„მოლოდინი“
- 1964:„დიდედები და შვილიშვილები“
- 1968:„ბებერი მეზურნეები“
- 1968:„სინოს წითელი ხარები“
- 1974:„ძმანო კახელნო“
- 1987:„კურდღლის სიმღერა“
- 1987:„ჰო თუ არა“
- 1991:„წრებრუნვა“
- 1992:„მოგზაურობა და ხიფათი“
- „აღემართენით“
- „მერცხლები“
პიესები
რედაქტირება- „სარკე“
- „დათვები“
- „ბერიკონი“
- „არაფერი“
- „ყველასგან ყველაფრისთვის“
ფილმოგრაფია
რედაქტირებასცენარის ავტორია ფილმების
რედაქტირება- 1963: „თეთრი ქარავანი“
- 1967: „დიდი მწვანე ველი“
- 1969: „დიდედები და შვილიშვილები“
- 1973: „ბებერი მეზურნეები“
- 1977: „დაბრუნება“
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1963: „თეთრი ქარავანი“ (ბალთა) რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
- 1973: „გაგიმარჯოს, მეზობელო! (ზღვარი)“ რეჟ. თამაზ გომელაური
- 1973: „შერეკილები“ (ტრიფონი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1976: „ქვიშანი დარჩებიან“ (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1977: „დაბრუნება“ რეჟ. რამაზ შარაბიძე
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 647.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მერაბ ელიოზიშვილი დაარქივებული 2012-03-10 საიტზე Wayback Machine. — ეროვნული ფილმოგრაფია