შერეკილები
„შერეკილები“ — ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს და ეფუძნება მის მოთხრობა „უცხო ჩიტს“, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.
„შერეკილები“ | |
---|---|
ერთაოზისა და ქრისტეფორეს გაცნობა | |
ჟანრი | ფანტასტიკური ისტორია |
დამდგმელი რეჟისორი | ელდარ შენგელაია |
სცენარის ავტორი | რეზო გაბრიაძე |
როლებში |
ვასილ ჩხაიძე დათო ჟღენტი |
კომპოზიტორი |
გია ყანჩელი ჯანსუღ კახიძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი | გენო ჩირაძე |
მონტაჟი | ნელი ფარცვანია |
მხატვარი |
რევაზ მირზაშვილი თენგიზ მირზაშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
პრემიერა | 1973 |
ხანგრძლივობა | 80 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
სიუჟეტი
რედაქტირებაერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს:
„ცოცხალი ოდიშელიძის, შავი დედალის დაძმაკაცებით დამარხვისთვისო, ამას შვიდი მე ათი, იჯექი თუ კაიაო“
| |
(ერთაოზი)
|
ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფოს უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიეთ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცად, ცაში აიჭრებიან.
„რას სჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება, დაბრუნდით დედამიწაზე!“
| |
(ნოშრევანი)
|
როლებში
რედაქტირება- ვასილ ჩხაიძე — ქრისტეფორე მგალობლიშვილი (გამომგონებელი);
- დათო ჟღენტი — ერთაოზ ბრეგვაძე;
- არიადნა შენგელაია — მარგალიტა;
- ბორის წიფურია — ხუტა ოდიშელიძე (ციხის უფროსი);
- აბრეკ ფხალაძე — ნოშრევან კუჭუხიძე (საავადმყოფოს უფროსი);
- მერაბ ელიოზიშვილი — ტრიფონია (მემანქანე);
- აკაკი ბაქრაძე (მსახიობი) — მიზანა ბრეგვაძე (ერთაოზის მამა);
- გრიგოლ ტყაბლაძე — სოფლის ხუცესი;