აბრეკ ფხალაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1920 — გ. 9 იანვარი, 2018) – ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი.

დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1920
საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 9 იანვარი, 2018

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1920 წლის 10 ოქტომბერს. 1937-1939 წლებში სწავლობდა თბილისის საესტრადო სტუდიაში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1950 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის მოზარდ-მაყურებელთა თეატრში. წლების განმავლობაში იყო მისი წამყვანი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „მშვენიერი კოსტიუმი“ (ლ. ელიავა, 1973), „შერეკილები“ (ე. შენგელაია, 1973), „თერმომეტრი“ (რ. შარაბიძე, 1975), „გზა შინისაკენ“ (ა. რეხვიაშვილი, 1981), „ცხელი ზაფხულის სამი დღე (მ. კოკოჩაშვილი, 1981), „ადამიანთა სევდა“ (გ. ჩოხელი, 1984), „წერილები ნაძვებს" (გ. ჩოხელი, 1986), „საფეხური" (ა. რეხვიაშვილი, 1986), „დამშვიდობება“ (ზ. თუთბერიძე, 1987), „სამოთხის გვრიტები" (გ. ჩოხელი, 1997). იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე.

აბრეკ ფხალაძე გარდაიცვალა 2018 წლის 9 იანვარს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება