ბორის წიფურია
ბორის წიფურია (დ. 15 ივნისი, 1933, სოფ. ხორგა, ხობის რაიონი — გ. 28 ივნისი, 2005) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
ბორის წიფურია | |
---|---|
![]() ბორის წიფურიას საფლავი თბილისში | |
დაბადების სახელი | ბორის წიფურია |
დაბადების თარიღი |
15 ივნისი, 1933 ხორგა, სსსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 28 ივნისი, 2005 (72 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები |
![]() |
1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1956–1962 წლებში მუშაობდა სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984–1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ „ფორტუნას“ წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ იური ქავთარაძის ფილმში „უყაიმო თამაში“; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია („შერეკილები“, 1973), მეწისქვილე („დათა თუთაშხია“, 1978), სელიმი („მიზანში“, 1979).
1965–2005 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1966: „უყაიმო თამაში“ (მაღაზიის დირექტორი) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1969: „ფიროსმანი“ (დიმიტრი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1971: „გათენების წინ“ (ულვაშა) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1973: „მოვდივართ და მოვიმღერით“ (ჯონ სილვერი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1973: „ბებერი მეზურნეები“ (მემაწვნე ლადო) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1973: „შერეკილები“ (ხუტა) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ძიბო) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1973: „მთვარის მოტაცება“ (ჯოკია) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1974: „ღამის ვიზიტი“ (სიდამონიძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1974: „კაპიტნები“ (ჯიბილო) რეჟ. თამაზ გომელაური
- 1974: „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“ (ზაურის მეზობელი) რეჟ. ნელი ნენოვა
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ (მილიციელი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1976: „ნატვრის ხე“ (ქორია) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1976: „ქალაქი ანარა“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1977: „სიცოცხლე ერმილეს“ (შალომა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (მეწისქვილე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1979: „მიზანი“ (სელიმი) რეჟ. გენო ხოჯავა
- 1981: „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1981: „ყოჩაღად, პაპებო!“ (ლონგინოზი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1982: „მარადისობის კანონი“ (სანდრო მაღლაფერიძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1984: „მონანიება“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1984: „ზოგი ჭირი მარგებელია“ (ხიზანა) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1988: „გამოცხადება“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ხინესი, კატორღელი, თოჯინების თეატრის მფლობელი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1993: „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ რეჟ. ილია ჩაჩანიძე
- 1998: „ლუკას სახარება“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (კოლონიის უფროსი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1967: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
- 1972: რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი, კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისათვის
- 1979: საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი[2]
- 1998: ღირსების ორდენი
- 2003: თბილისის საპატიო მოქალაქე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბორის წიფურია“ ვიკისაწყობში.
- ბორის წიფურია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბორის წიფურია — ეროვნული ფილმოგრაფია
- ბორის წიფურია — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)