თბილისის ცირკი აშენებულია XX საუკუნის 1940-იან წლებში. წარსულში აქ გამოდიოდა მრავალი ცნობილი საცირკო შემსრულებელი და მსახიობი.

ცირკის ხედი გმირთა მოედნიდან
ცირკის არენა

ისტორიარედაქტირება

მე-XIX საუკუნის 90-იან წწ. ძმებმა ნიკიტინებმა გოლოვინსკის პროსპექტზე ააშენეს ცირკის შენობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში დაიწვა. 1914 წელს ესიკოვსკიმ ააშენა მეორე ცირკის შენობა ახლანდელი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე. 30-იანი წლების მიწურულს თბილისის ორივე ცირკი გადაყვანილ იქნა სსრკ-ს სახელმწიფო ცირკების გაერთიანების დაქვემდებარებაში. ამავე წლებში დაიწყო ახალი კაპიტალური ცირკის მშენებლობა, რომელიც დამთავრდა 1939 წლის მიწურულს.

XX საუკუნის დასაწყისში თბილისში მუშაობდა სამი ცირკი: ნიკიტინების, ესიკოვსკებისა და ეფიმოვების. 1908 წელს ცირკი გაიხსნა ბათუმში, გაჩნდნენ საქართველოს ცირკის ადმინისტრაციული მოღვაწეებიც, მათ შორის გამოირჩეოდა რ. გამსახურდია. საბჭოთა პერიოდში საცირკო სანახაობები რევოლუციურ-სააგიტაციო ხასიათსაც ატარებდა.

1940 წელს დაიწყო სტაციონალური ცირკის შენობის ფუნქციონირება. განახლებული ცირკის დირექტორი წლების მანძილზე იყო ცნობილი მომღერალი და ველოსიპეტისტი ლადო კავსაძე. 1969 წელს თბილისში საესტრადო და საცირკო ხელოვნების სასწავლებლი გახსნა. თბილისის ცირკის პროექტის ავტორები იყვნენ: ნ. ნეპრინცევი, ვ. ურუშაძე, ს. საგუნეცი. იმ დროისათვის თბილისის ცირკი ადგილმდებარეობით, აღჭურვილობითა და ტექნიკით, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ცირკად ითვლებოდა.

თბილისის ცირკი დღეს კერძო სამართლის იურიდიული პირია. ქართველი ბიზნესმენის და მეცენატის ბადრი პატარკაციშვილის მხარდაჭერით 2003 წელს განხორციელდა შენობის სრული კაპიტალური შეკეთება, ხოლო 2011 წელს — რემონტი, რის მეშვეობითაც თბილისის ცირკი შენარჩუნებული იქნა.

შენობასთან მდებარეობს რესტორანი და ატრაქციონები. შენობაში მოქმედებს ბავშვთა გასართობი ცენტრი.

ცირკის დირექტორებირედაქტირება

  • ვლადიმერ კავსაძე

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება