ბადრი პატარკაციშვილი

არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი (დ. 31 ოქტომბერი, 1955. თბილისი — გ. 12 თებერვალი, 2008, ლონდონი[3][4][5]) — ქართველი ბიზნესმენი, ჰოლდინგის სს „ი-მედიას“ დამფუძნებელი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი.

ბადრი პატარკაციშვილი
დაბადების თარიღი 31 ოქტომბერი, 1955(1955-10-31)[1]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 12 თებერვალი, 2008(2008-02-12)[2] [1] (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი Leatherhead
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბადრი პატარკაციშვილი დაიბადა თბილისში, საქართველოს სსრ. მშობლები: ნათელა და შალვა პატარკაციშვილები. მეუღლე — ინნა გუდავაძე. შვილეები: ლიანა (დაბადებული 1980 წ.) და ია (დაბადებული 1983 წ.). დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იყო თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატ „საბჭოთა საქართველოს“ თანამშრომელი, შემდეგში ამავე კომბინატის დირექტორის მოადგილე. 1990 წელს იყო „ლოგოვაზის“ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი, 1992-93 წწ.-ში გენერალური დირექტორის მოადგილე და პირველი მოადგილე 1994 წელს. ასოციაცია „როსიისკიე ავტომობილნიე დილერი“-ს ვიცე-პრეზიდენტი (1994-95). იყო რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის (ОРТВ) გენერალური დირექტორის მოადგილე და 1996-2001 წწ.-ში გაერთიანებული ბანკის (რუსეთი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წელს რუსული ტელეკომპანია ТВ-6-ის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 2001 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. იყო ჰოლდინგ სს „ი-მედიას“ დამფუძნებელი და ინვესტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი. საქართველოს ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი და 2002-2007 წლებში საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი. „ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის“ დამფუძნებელი.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

2005 წლიდან დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას. 2007 წელს საცხოვრებლად გადავიდა გაერთიანებულ სამეფოში.

2007 წლის 7 მარტს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება პატარკაციშვილის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ. პროკურატურამ გავრცელებული ინფორმაცია ამავე დღს უარყო. [6]

2007 წლის 10 ნოემბერს პატარკაციშვილმა განაცხადა რომ გეგმავდა მონაწილეობა მიეღო 2008 წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში, ლოზუნგით „საქართველო სააკაშვილის გარეშე არის საქართველო ტერორის გარეშე“. [7] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პატარკაციშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებდა და აცხადებად რომ კანონი მაშინ დაირღვაროდესაც ის დაპირდა ამომრჩევლებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში 1,5 მილიარდ ლარს დახარჯავდა საკუთარი სახსრებიდან მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზისა და ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად, ასევე უმუშევრებისთვის კომპენსაციების გადასახდელად. 2007 წლის 22 დეკემბერს სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. [8] 2008 წელს მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

2008 წლის 10 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატარკაციშვილს ბრალი წაუყენა შეთქმულებაში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმისა და ტერორისტული აქტის მომზადებაში. 16 იანვარს პროკურატურამ პატარკაციშვილზე ძებნა გამოაცხადა. [9]

გარდაცვალება

რედაქტირება

2008 წლის 12 თებერვალს პატარკაციშვილი ლონდონში გვიან ღამით გულის შეტევით გარდაიცვალა. ბიზნესმენ ბადრი პატარაკაციშვილის გარდაცვალების ფაქტი მისი პრესსამსახურმაც დაადასტურა.ოჯახის სხვა ახლობლები კი აცხადებენ, რომ ბადრი პატარკაციშვილი მოკლეს, ის იყო სრულიად ჯანმრთელი.

პატარკაციშვილი 52 წლის იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება