1940-იანები
ათწლეული
1940-იანი (ათას ცხრაას ორმოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1940-იანები ან უბრალოდ ორმოციანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1940 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1949 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1910-იანები 1920-იანები 1930-იანები
– 1940-იანები – |
წლები: | 1940 · 1941 · 1942 · 1943 · 1944 1945 · 1946 · 1947 · 1948 · 1949 |
მოვლენები
სარჩევი: 1940 1941 1942 1943 1944 1945 1946 1947 1948 1949
- 9 აპრილი : გერმანელები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში
- 10 მაისი : გერმანიის საფრანგეთზე თავდასხმა
- 21 ივნისი : მეორე მსოფლიო ომში საფრანგეთი გერმანიას დანებდა.
- 24 ივნისი : საფრანგეთსა და იტალიას შორის ზავი დაიდო
- აგვისტო : ლიტვა, ლატვია და ესტონეთი იძულებით შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
- სსრკ-მ რუმინეთისგან დაიბრუნა ბესარაბია და ბუკოვინა
- 25 ნოემბერი : ნაპოვნია არმაზის ბილინგვა
- 7 აგვისტო : იბმ ქმნის პირველ პროგრამირებულ კალკულატორს, ცნობილი როგორც ჰარვარდ მარკ I.
- ქალაქად გამოცხადდა ქობულეთი, დაბად - ხარაგაული და თრიალეთი.
- დაბა რუსთავში დაიწყო კავკასიაში უდიდესი მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა.
- 17 იანვარი : საბჭოთა არმიამ აიღო ქ. ვარშავა.
- 4 თებერვალი : იალტის კონფერენცია — ქ. იალტაში შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტიფრანკლინ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და სსრ კავშირის ლიდერი ი. სტალინი.
- 13 თებერვალი : საბჭოთა არმიამ აიღო ქ. ბუდაპეშტი.
- 6 მარტი : რუმინეთში ჩამოყალიბდა კომუნისტური ხელისუფლება.
- 1 აპრილი : აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ კუნძულ ოკინავაზე (იაპონია).
- 4 აპრილი : საბჭოთა არმიამ დაასრულა უნგრეთის განთავისუფლება.
- 12 აპრილი : აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი გახდა ჰარი ტრუმენი.
- 25 აპრილი : საბჭოთა და ამერიკელი ჯარისკაცები შეხვდნენ მდინარე ელბაზე.
- 27 აპრილი : შეიქმნა ავსტრიის მეორე რესპუბლიკა.
- 28 აპრილი : იტალიელმა პარტიზანებმა შეიპყრეს ბენიტო მუსოლინი.
- 29 აპრილი : გერმანულმა არმიამ იტალიაში უსიტყვო კაპიტულაცია გამოაცხადა.
- 30 აპრილი : გარდაუვალი შურისძიების შიშით თავი მოიკლა ადოლფ ჰიტლერმა.
- 30 აპრილი : საბჭოთა არმიამ იერიშით აიღო ქალაქი ბერლინი.
- 2 მაისი : ი. სტალინმა ხელი მოაწერა დადგენილებას გერმანიის ტერიტორიაზე სამოქალაქო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების თაობაზე.
- 9 მაისი : საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი პრაღა.
- 21 ივნისი : მეორე მსოფლიო ომი - ოკინავას ბრძოლა დამთავრდა.
- 16 ივლისი : აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატში ისტორიაში პირველად ჩატარდა ატომური ბომბის აფეთქების ცდა.
- 17 ივლისი : გერმანიის ქ. პოტსდამში დაიწყო პოტსდამის კონფერენცია.
- 26 ივლისი : ხელი მოეწერა პოტსდამის ხელშეკრულებას.
- 28 ივლისი : იაპონიამ უარი განაცხადა პოტსდამის დეკლარაციის მიღებაზე.
- 6 აგვისტო : აშშ-ის საბრძოლო თვითმფრინავმა იაპონიის ქ. ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი.
- 8 აგვისტო : სსრ კავშირმა ომი გამოუცხადა იაპონიას. საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ მანჯურიაში.
- 9 აგვისტო : აშშ-ის საბრძოლო თვითვმფრინავმა იაპონიის ქ. ნაგასაკიში ჩამოაგდო ატომური ბომბი.
- 14 აგვისტო : იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ მიიღო პოტსდამის დეკლარაცია.
- 15 აგვისტო : იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ რადიოში გამოაცხადა კაპიტულაცია.
- 17 აგვისტო : ინდონეზიის ნაციონალისტებმა გამოაცხადეს ინდონეზიის დამოუკიდებლობა, რაც ნიდერლანდებმა არ სცნო.
- 2 სექტემბერი : ჰო ში მინმა გამოაქვეყნა დეკლარაცია ვიეტნამის დამოუკიდებლობის თაობაზე.
- 20 სექტემბერი : მაჰათმა განდიმ და ჯავაჰარლალ ნერუმ ბრიტანეთის არმიას მოსთხოვეს ინდოეთის დატოვება.
- 24 ოქტომბერი : დაარსდა გაერო.
- 13 ნოემბერი : საფრანგეთის დროებითი ხელისუფლების მეთაურად არჩეულ იქნა შარლ დე გოლი.
- 20 ნოემბერი : დაიწყო ნიურნბერგის პროცესი.
- 29 ნოემბერი : გამოცხადდა იუგოსლავიის სახალხო რესპუბლიკა. მისი პრეზიდენტი გახდა ი. ტიტო.
- 3 აგვისტო : ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) დაფუძნდა აშშ-ში.
- 4 აგვისტო : იაპონიის უზენაესი სასამართლო დაარსდა.
- 7 აგვისტო : ტურ ჰეიერდალი საკუთარ რაფტზე 101 დღეში ჰკვეთს წყნარ ოკეანეს.
- დაბად გამოცხადდა ჩოხატაური.
- 29 ნოემბერი: გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო 181-ე რეზოლუცია, რომლის თანახმადაც პალესტინაში უნდა ჩამოყალიბებულიყო ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო: ებრაული და არაბულ-პალესტინური.
- 19 იანვარი: ქალაქად გამოცხადდა რუსთავი.
- 14 მაისი: ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადება.
- 7 ოქტომბერი : გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა (გდრ) ჩამოყალიბდა
- 5 აგვისტო : ეკვადორში მიწისძვრამ 50 ქალაქი დაანგრია და 6000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.