1910-იანები
ათწლეული
1910-იანი (ათას ცხრაას ათიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1910-იანები ან უბრალოდ ათიანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1910 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1919 წლის 31 დეკემბერს.
ათასწლეული: | II |
საუკუნე: | XIX – XX – XXI |
ათწლეული: | 1880-იანები 1890-იანები 1900-იანები
– 1910-იანები – |
წლები: | 1910 · 1911 · 1912 · 1913 · 1914 1915 · 1916 · 1917 · 1918 · 1919 |
მოვლენები
სარჩევი: 1910 1911 1912 1913 1914 1915 1916 1917 1918 1919
- 14 აპრილი : XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა.
- 4 აგვისტო : პირველი სამგზავრო გადაფრენა განხორციელდა ლა მანშზე, მხოლოდ ორი მგზავრით.
- 5 აგვისტო : იაპონიაში პირველი ტაქსი გამოჩნდა გინზაში, ტოკიო.
- 3 აგვისტო : გერმანიამ ომი გამოუცხადა საფრანგეთს.
- 4 აგვისტო : პირველი მსოფლიო ომი - გერმანია ბელგიაში იჭრება, რის პასუხადაც დიდმა ბრიტანეთმა მას ომი გამოუცხადა. აშშ ნეიტრალიტეტს აცხადებს.
- 5 აგვისტო : კლივლენდში, ოჰაიო, მსოფლიოში პირველი ელექტრო საგზაო შუქნიშანი დამონტაჟდა.
- 1 სექტემბერი : დაიღუპა უკანასკნელი მოგზაური მტრედი — დედალი სახელად მართა.
- 11 ივლისი : დაარსდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
- 28 იანვარი : ლენინმა გამოაცხადა წითელი არმიის ჩამოყალიბება.
- 26 იანვარი : დაარსდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), საქართველოს უძველესი და უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი.
- 10 თებერვალი : თბილისში, ყოფილ ალექსანდრეს ბაღში სახალხო გვარდიამ ტყვიამფრქვევებისა და შაშხანების ცეცხლით დაარბია მუშათა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლა.
- 14 თებერვალი : სსრ კავშირმა შემოიღო გრიგორიანული კალენდარი.
- 16 თებერვალი : გამოცხადდა ლიტვის რესპუბლიკა.
- 24 თებერვალი : გამოცხადდა ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
- 12 მარტი : მოსკოვი გახდა სსრ კავშირის დედაქალაქი.
- 25 მარტი : გამოცხადდა ბელარუსის დამოუკიდებლობა.
- 22 აპრილი : გამოცხადდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
- 26 მაისი : გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რითაც დაიშალა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
- 28 მაისი : გამოცხადდა სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
- 28 მაისი : გამოცხადდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
- 4 ივლისი : ტახტზე ავიდა ოსმალეთის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI.
- 16 ივლისი : ქ. ეკატერინბურგში ბოლშევიკებმა იმპერატორი ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები გაცვრიტეს.
- 12 ნოემბერი : გამოცხადდა ავსტრიის რესპუბლიკა.
- 14 ნოემბერი : გამოცხადდა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა.
- 16 ნოემბერი : უნგრეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა ავსტრიისაგან.
- ზუგდიდს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
- 11 იანვარი : ოსი რეაქციონერების მიერ ქართველების გენოციდი ალაგირში – ალაგირის ტრაგედია.
- 14 თებერვალი : საქართველოში ჩატარდა ქვეყნის ისტორიაში პირველი საპარლამენტო არჩევნები.
- 21 მარტი : უნგრეთში გამოცხადდა საბჭოთა რესპუბლიკა.
- 15 მაისი : საბერძნეთის ჯარები გადმოსხდნენ იზმირში, დაიწყო საბერძნეთ-თურექთის 1919-1922 წლების ომი.
- 26 მაისი : გამოიცა პირველი ქართული საფოსტო მარკა