ალაგირის ტრაგედია

ალაგირის ტრაგედიაოსი რეაქციონერების მიერ მოწყობილი ქართველი მოსახლეობის გენოციდი სოფელ ალაგირში 1919 წლის 11 იანვარს. ალაგირი თერგის ოლქის ვლადიკავკაზის ოკრუგში შედიოდა როგორც ცალკე სამამასახლისო. იგი კარგი ბუნებრივი პირობებითა და ნაყოფიერი მიწებით გამოირჩეოდა. 1879 წლიდან იქ დასახლება დაიწყეს რაჭველმა მცირემიწიანმა გლეხებმა, რომლებიც იჯარით იღებდნენ ანდა ყიდულობდნენ ალაგირის ტყვია-თუთიის სადნობი ქარხნის თავისუფალ მიწებს და ათიოდ წელიწადში ალაგირელ ქართველ მოსახლეთა რაოდენობამ 120 კომლს მიაღწია. 1919 წლის იანვრის მონაცემებით კი აქ უკვე ქართველთა 300 ოჯახი სახლობდა. ისინი ქართული წეს-ჩვეულებებით ცხოვრობდნენ, ჰქონდათ დაწყებითი სკოლა, კლუბი, ეკლესია, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად სრულდებოდა.

ოსი რეაქციონერები ხელსაყრელ დროს ელოდნენ რათა დაპატრონებოდნენ ალაგირელი ქართველების ქონებას და საერთოდ არაოსი მოსახლეობისაგან გაეწმინდათ თავიანთი მხარე. სამოქალაქო ომმა ხელსაყრელი ვითარება შექმნა ამ განზრახვის შესასრულებლად. 1918 წლის ივნისში ალაგირელმა ქართველებმა უმასპინძლეს საქართველოდან ოსეთში გადასულ ა. გეგეჭკორის შეიარაღებულ რაზმს, რაც ალაგირის დარბევის კიდევ ერთ საბაბად იქცა.

1919 წლის 6 იანვარს ოსთა შეიარაღებულმა რაზმებმა პირველი დიდი თავდასხმა მოაწყვეს ალაგირზე. ამჯერად ისინი უკუაქციეს. 11 იანვარს თავდასხმა განმეორდა. ოსთა მრავალრიცხოვანი შეიარაღებული რაზმები შეიჭრნენ ალაგირში და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ქართველებთან ერთდ რუსებსაც ხოცავდნენ. არ ინდობდნენ ბავშვებს და მოხუცებს. ბევრი დახვრიტეს, ზოგს ყელი გამოჭრეს, ზოგიც კარჩაკეტილ სახლებში დაწვეს. თავდამსხმელებმა დაიტაცეს მთელი ქონება, საქონელი, გაძარცვეს ეკლესია. 300 ოჯახი აჰყარეს. ბევრი ლტოლვილი გზაში დაიღუპა.

ლტოლვილთა მდგომარეობა იმდენად სავალალო იყო, რომ ამას თვით ლენინიც კი გამოეხმაურა. იგი მოითხოვდა დახმარებოდნენ ალაგირელ ლტოლვილებს, დაეკმაყოფილებინათ მათი კანონიერი მოთხოვნები, დაებრუნებინათ ისინი მშობლიურ ადგილებში ან ახალ ადგილებში გაადასვლაში დახმარებოდნენ მათ. ეს მოთხოვნა არ შესრულებულა.

ლიტერატურა

რედაქტირება