28 იანვარი
თარიღი
28 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის 28-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 337 დღე (ნაკიან წელში - 338).
<< | იანვარი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 98 : ტრაიანე რომის იმპერატორი გახდა.
- 1521 : ვორმსის ედიქტი დაიწყო (დასრულდა 25 მაისს).
- 1547 : ჰენრი VIII გარდაიცვალა. მისი რვა წლის ვაჟი ედუარდ VI ინგლისის პირველი პროტესტანტი მმართველი ხდება.
- 1573 : ვარშავის კონფედერაციას მოეწერა ხელი, რამაც პოლონეთსა და ლიტვაში რელიგიის თავისუფლება დააკანონა.
- 1724 : რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა სანქტ-პეტერბურგში პეტრე დიდის მიერ. 1917 წლამდე სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია ერქვა.
- 1855 : პირველი ლოკომოტივი მგზავრობს ატლანტიდან წყნარ ოკეანემდე პანამის რკინიგზაზე.
- 1871 : ფრანკო-პრუსიის ომი — პარიზის იერიში ფრანგების დამარცხებითა და იარაღის დაყრით დასრულდა.
- 1909 : აშშ-ის ჯარებმა კუბა დატოვებს გუანტანამოს უბის საზღვაო ბაზის გარდა.
- 1917 : მუნიციპალური ტრამვაი ამოძრავდა სან-ფრანცისკოში.
- 1932 : იაპონიის ჯარები შანხაიზე იღებენ იერიშს.
- 1986 : კოსმოსური შატლის პროგრამა — კოსმოსური შატლი ჩელენჯერი აფეთქდა 73 წამში კოსმოდრომიდან აფრენის შემდეგ და შვიდი ასტრონავტი იმსხვერპლა.
- 1993 : ყაზახეთმა ახალი კონსტიტუცია მიიღო.
- 2011:
- ღვთისმშობელი ყრმით აუქციონზე $16.9 მილიონად გაიყიდა, რაც ტიციანის ნახატებში ყველაზე მაღალი ფასია.
- ინტერპოლმა დაპატიმრების ორდერი გასცა ტუნისის გაქცეულ პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიზე და მის მეუღლე ლეილა ბენ ალიზე.
- რუსეთის კუნძულ სახალინის სანაპირო ზოლში გაკეთებული ჭაბურღილი 12,345 მ სიღრმით, მსოფლიოს ყველაზე ღრმა ჭაბურღილია.
- 2012 : ბელორუსი ვიქტორია აზარენკა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული და ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულის მფლობელი გახდა.
- 2013 :ნიდერლანდების დედოფალმა ბეატრიქსმა განაცხადა, რომ აპრილის ბოლოს ტახტიდან გადადგება.
- 2014 : უკრაინის ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე პრემიერ-მინისტრი მიკოლა აზაროვი გადადგა.
- 2023 : ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გენერალმა პეტრ პაველმა გაიმარჯვა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1457 : ჰენრი VII — ინგლისის მეფე და ირლანდიის ლორდი 1485–1509 წლებში
- 1853 : ხოსე მარტი — კუბის ეროვნული გმირი.
- 1870 : კიტა აბაშიძე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე
- 1887 : ზაქარია ბერიშვილი — ქართველი რეჟისორი და მსახიობი
- 1909 : გიორგი ბერიძე — ქართველი მეცნიერი
- 1912 : ჯექსონ პოლოკი — ამერიკელი ფერმწერი
- 1931 : ლუჩია ბოსე — იტალიელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 687 : თეოდორე I — კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი
- 814 : კარლ I დიდი — ფრანკთა მეფე და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
- 1256 : ვილჰელმ ჰოლანდიელი — ჰოლანდიის გრაფი და გერმანიის მეფე
- 1547 : ჰენრი VIII — ინგლისის მეფე 1509-1547 წლებში
- 1621 : პავლე V — რომის პაპი 1605—1621 წლებში
- 1774 : მუსტაფა III — ოსმალეთის იმპერიის სულთანი 1757-1774 წლებში
- 1823 : ზურაბ წერეთელი — იმერეთის სამეფოს დიდგვაროვანი, იმერეთის მეფეების პირველი ვეზირი და სახლთუხუცესი
- 1982 : ივანე გიგინეიშვილი — ქართველი ენათმეცნიერი
- 1984 : ზურაბ ანჩაბაძე — ქართველი ისტორიკოსი
- 1994 : მიხეილ გიგინეიშვილი — ქართველი მეან-გინეკოლოგი
- 2002 : ასტრიდ ლინდგრენი — შვედი მწერალი
- 2021 :
- ვასილი ლანოვოი — საბჭოთა და რუსი მსახიობი
- სისელი ტაისონი — ამერიკელი მსახიობი
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სხვა თვეები: