გიორგი ბერიძე

Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიძე.

გიორგი ივანეს ძე ბერიძე (დ. 28 იანვარი [ძვ. სტ. 15 იანვარი], 1909, სოფ. ქსოვრისი, ახლანდელი მცხეთის რაიონი ― გ. 6 ივნისი, 1983, თბილისი), ქართველი მეცნიერი მეღვინეობის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფიარედაქტირება

1933 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ღვინის ტექნოლოგიის განყოფილების გამგე (1976-მდე). ბერიძის შრომები ეხება ქართული ღვინის ტექნოლოგიისა და ენოქიმიის საკითხებს. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, აგრეთვე სხვა ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურარედაქტირება