ზურაბ წერეთელი (სახლთუხუცესი)
ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი (დ. 1747 — გ. 28 იანვარი (9 თებერვალი), 1823) — იმერეთის სამეფოს დიდგვაროვანი, წერეთელთა საგვარეულო სახლის უფროსი, იმერეთის მეფეების, სოლომონ I-სა და სოლომონ II-ის პირველი ვეზირი და სახლთუხუცესი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1784 წლის აგვისტოს მიწურულს დავით II-მ კათალიკოს მაქსიმე II-სა და მდივანბეგ დავით კვინიხიძესთან ერთად გაგზავნა ელჩად სანქტ-პეტერბურგში. დიდი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიაში შესვლაში. აქტიურად მონაწილეობდა 1810 წელს იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში და სოლომონ II-ის იმერეთიდან განდევნაში. ამისთვის რუსეთის იმპერიის მთავრობამ ის იმერეთის მმართველობის წევრად დანიშნა, 1811 წელს კი უბოძა წმინდა ანას ორდენი, გენერალ-მაიორის ჩინი და ჯამაგირი. 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების შესახებ ცნობებს აწვდიდა გორის ოლქის უფროსს. ამავდროულად ცდილობდა აჯანყების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. აჯანყებულებს გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის მეფედ სთავაზობდა საკუთარი შვილის, გრიგოლის, კანდიდატურას.
ოჯახი
რედაქტირებაქალიშვილი მართა წერეთელი — ლევან დადიანის მეუღლე.
ლიტერატურა
რედაქტირება- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 307.
- სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981.
- ბურჯანაძე შ. თავადი ზურაბ წერეთელი // ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ. 20, 1959
- დუმბაძე მ. „დასავლეთ საქართველო XIX ს. პირველ ნახევარში, თბილისი, 1957
- კაკაბაძე ს., „საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810 წწ)“, ტფილისი, 1922