ვასილი ლანოვოი (რუს. Васи́лий Семёнович Ланово́й; დ. 16 იანვარი, 1934, მოსკოვი — გ. 28 იანვარი, 2021, იქვე) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, თეატრალური პედაგოგი, მხატვრული კითხვის ოსტატი, სსრკ სახალხო არტისტი (1985). ლენინური პრემიის ლაურეატი (1980).

ვასილი ლანოვოი
დაბადების თარიღი 16 იანვარი, 1934
მოსკოვი, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 28 იანვარი, 2021 (87 წლის)
მოსკოვი (რუსეთი)
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა დროშა: სსრკ სსრკ
რსფსრ
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ტატიანა სამოილოვა,
ტამარა ზიაბლოვა,
ირინა კუპჩენკო

ბიოგრაფია

რედაქტირება

1953 წელს სწავლა დაიწყო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ნახევარი წლის შემდეგ სწავლას თავი დაანება და შევიდა ბ. შჩუკინის სახელობის თეატრალურ სასწავლებელში (ამჟამად შჩუკინის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი). ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1954 წელს, შეასრულა როლი თავის პირველ ფილმში „სიმწიფის ატესტატი“, შემდეგ კი, 1956 წელს ითამაშა მთავარი როლი ფილმში „პავლე კორჩაგინი“. 1957 წელს დაამთავრა თეატრალური სასწავლებელი და იმავე წლიდან ევგენი ვახტანგოვის სახელობის თეატრის სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა. პარალელურად იღებდნენ მხატვრულ ფილმებში.

1979 წელს გაახმოვანა მრავალსერიიანი დოკუმენტური ფილმი „დიდი სამამულო“. მისი დამსახურება დააფასეს და მიენიჭა იმ დროისთვის ყველაზე პრესტიჟული პრემია — ლენინური პრემია.

ვასილი ლანოვოი აღიარებულია მხატვრული კითხვის ოსტატად. მის შემოქმედებით პროგრამებში შედიოდა ბლოკის, პუშკინის, ახმატოვას, მაიაკოვსკის, ბერგოლცის და სხვათა პოეზია.

1983 წელს დაწერა წიგნი „ბედნიერი შეხვედრები“, 2004 წელს კი — „დღეები ერთმანეთის მიყოლებით მიქრიან“.

1985 წლიდან ასწავლიდა სასცენო მეტყველების კათედრაზე შჩუკინის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. იყო პროფესორი და ამავე კათედრის გამგე (1995).

20 წელზე მეტი ხელმძღვანელობდა საბავშვო კინოფესტივალს „არტეკის ალისფერი იალქნები“.

2021 წლის 2 იანვარს პნევმონიის დიაგნოზით იქნა ჰოსპიტალში გადაყვანილი. 28 იანვარს მისი მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.[1] დაკრძალულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.[2]

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1968 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1978 — რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1980 — ლენინური პრემია
  • 1983 — სუკ-ის პრემია
  • 1984 — სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრემია
  • 1985 — სსრკ სახალხო არტისტი
  • 1994 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 2001 — ღირსების ორდენი
  • 2004 — „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ IV ხარისხის ორდენი
  • 2008 — „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“ III ხარისხის ორდენი
  • 2010 — ჩრდილოეთ ოსეთის დამსახურებული არტისტი
  • 2013 — ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 2018 — თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“
  • 2018 — ქერჩის საპატიო მოქალაქე
  • 2019 — რუსეთის ფედერაციის შრომის გმირი
  • 2020 — მოსკოვის საპატიო მოქალაქე

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1954 სიმწიფის ატესტატი Аттестат зрелости ვალენტინ ლისტოვსკი
1956 პავლე კორჩაგინი Павел Корчагин პავლე კორჩაგინი
1961 ალისფერი იალქნები Алые паруса არტურ გრეი
1965-66 ომი და მშვიდობა Война и мир ანატოლი კურაგინი
1967 ანა კარენინა Анна Каренина ალექსეი ვრონსკი
1968 6 ივლისი Шестое июля ფელიქს ძერჟინსკი
1971 ოფიცრები Офицеры ივან ვარავა
1972 ორმოცდაათი ორმოცდაათზე Пятьдесят на пятьдесят ვოლგინი, საბჭოთა მზვერავი
1973 გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება Семнадцать мгновений весны ობერგრუპენფიურერი კარლ ვოლფი
1974 ანა და კომანდორი Анна и Командор სამხედრო მეთაური ბონდარი
1976 თავისუფლების ჯარისკაცები Солдаты свободы ანდრეი გრეჩკო, გენერალ-პოლკოვნიკი
1980 პეტროვკას 38 Петровка, 38 ვლადისლავ კოსტენკო, სამძებრო სამსახურის პოლკოვნიკი
1980 ოგარიოვის 6 Огарёва, 6 ვლადისლავ კოსტენკო, სამძებრო სამსახურის პოლკოვნიკი
1982 ბრძოლა გზაჯვარედინზე Бой на перекрёстке ფელიქს ძერჟინსკი
1983 დაიწყეთ ლიკვიდაცია Приступить к ликвидации ვადიმ ჩისტიაკოვი, ავიაციის პოლკოვნიკი
1992 შავი კვადრატი Чёрный квадрат ვასილი კასარინი, სუკ-ის გენერალი
1995 ქალბატონი-გლეხის გოგო Барышня-крестьянка ივან ბერესტოვი
2000 რაინდული რომანი Рыцарский роман ალექსი კომნენოსი
2013 სამი მუშკეტერი Три мушкетёра კარდინალი რიშელიე
2014 მარტას ხაზი Линия Марты იური

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება