ვიქტორია აზარენკა

ბელარუსი ჩოგბურთელი

ვიქტორია აზარენკა (ბელარ. Вікторыя Азаранка; დ. 31 ივლისი, 1989, მინსკი, ბელორუსიის სსრ, სსრკ) — ბელარუსი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

ვიქტორია აზარენკა

აზარენკა საფრანგეთის ღია პირველობაზე 2015 წელს
სრული სახელი ვიქტორია ფიოდორის ასული აზარენკა
მშობლიური სახელი Вікторыя Фёдараўна Азаранка
ქვეყანა (სპორტი) ბელარუსის დროშა ბელარუსი
საცხოვრებელი ადგილი მანჰეტენ ბიჩი, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 31 ივლისი, 1989 (1989-07-31) (34 წლის)
მინსკი, ბელორუსიის სსრ, სსრკ
სიმაღლე 183 სმ.
პროფესიონალი 2003
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი ანტონიო ვან გრიჩენი (2005–2009)
სამ სუმიკი (2010–2015)
ვიმ ფისეტი (2015–2016)
მაიკლ ჯოისი (2017)
ფულადი პრიზი 32,347,288 აშშ დოლარი
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 521–203 (72%)
ტიტულები კარიერაში 21
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (30 იანვარი, 2012)
მიმდინარე რეიტინგი 13-ე (ოქტომბერი, 2020)[1]
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2012, 2013)
საფრანგეთის ღია პირველობა ნახევარფინალი (2013)
უიმბლდონი ნახევარფინალი (2011, 2012)
აშშ-ის ღია პირველობა ფინალი (2012, 2013)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (2011)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 167–65 (72%)
ტიტულები კარიერაში 8
უმაღლესი რეიტინგი მე-7 (7 ივლისი, 2008)
მიმდინარე რეიტინგი მე-20 (სექტემბერი, 2020)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2008, 2011)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (2009)
უიმბლდონი მეოთხედფინალი (2008)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2009)
შერეული წყვილები
ტიტულები კარიერაში 3
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ფინალი (2007)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2008)
უიმბლდონი ფინალი (2018)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2007)
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2012)
ბოლოს განახლდა: 15 ივლისი, 2018.

აზარენკას ერთეულებში ორჯერ აქვს დიდი სლემის ტურნირი მოგებული – 2012[2] და 2013[3] წლებში, მან ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. იგი გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ბელარუსი ჩოგბურთელი, კაცი ან ქალი, რომელმაც ერთეულებში დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. ჯამში აზარენკას WTA-ის 20 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. ბელარუსი ჩოგბურთელი 51 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს.

ვიქტორიას ორჯერ აქვს მოგებული დიდი სლემის ტურნირები შერეულ წყვილებში. 2007 წელს მან თანამემამულე მაქს მირნისთან ერთად აშშ-ის ღია პირველობა, ხოლო 2008 წელს ამერიკელ ბობ ბრაიანთან ერთად საფრანგეთის ღია პირველობა მოიგო.

ოლიმპიურ თამაშებზე, აზარენკას მოპოვებული აქვს ერთი ბრინჯაოს მედალი ერთეულებში და ერთი ოქროს მედალი შერეულ წყვილებში მაქს მირნისთან ერთად.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ვიქტორია დაიბადა 1989 წლის 31 ივლისს ბელორუსიის სსრ-ის დედაქალაქ მინსკში, ალა და ფიოდორ აზარენკას საშუალო კლასის ოჯახში. მას ჰყავს უფროსი ძმა სახელად მაქსი.

აზარენკას ჩოგბურთის კერპია გერმანელი ყოფილი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი. ერთ-ერთ ინტერვიუში, აზარენკამ განაცხადა: "გრაფის 1988 წლის კალენდარული ოქროს სლემი, არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია"[4].

15 წლის ასაკში, აზარენკა სავარჯიშოდ მინსკიდან აშშ-ის ქალაქ სკოთსდეილში გადავიდა, რომელიც არიზონას შტატში მდებარეობს. ამაში მას ჰოკეის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე რუსი მეკარე ნიკოლაი ხაბიბულინი და მისი მეუღლე დაეხმარა, რომელიც აზარენკას დედის მეგობარია[5]. 2012 წელს, ვიქტორია მონტე-კარლოში გადავიდა საცხოვრებლად[6], ხოლო 2013 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში შეიძინა ახალი სახლი[7].

აზარენკა თავისუფლად ფლობს ბელარუსულ, რუსულ და ინგლისურ ენებს და გარკვეულ დონეზე იცის ფრანგული და უკრაინული ენები. 2011 წელს, იგი მოკლე დროით ჩამოშორდა ჩოგბურთს და განათლებაზე მოახდინა კონცენტრაცია. თუმცა ბებიასთან საუბარის შემდეგ, მან გადაწყვიტა ჩოგბურთელის კარიერის გაგრძელება.

აზარენკა 2012–14 წლებში ხვდებოდა ამერიკელ მუსიკოსს Redfoo-ს. ვიქტორია ღიად ლაპარაკობდა თავის დეპრესიაზე, როდესაც ის ტრავმის გამო ჩამოშორდა ჩოგბურთს 2014 წელს[8].

2016 წლის 15 ივლისს, აზარენკამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ იგი ფეხმძიმედაა[9]. 20 დეკემბერს, ვიქტორიას და მის მეგობარ ბიჭს, ბილი მაკქიუგის ეყოლათ ვაჟი, რომელსაც ლეო დაარქვეს[10]. წყვილი 2017 წლის უიმბლდონის შემდეგ დაშორდა ერთმანეთს[11].

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები რედაქტირება

ერთეულები: 4 (2–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2012 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   მარია შარაპოვა 6–3, 6–0
მარცხი 2012 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   სერენა უილიამსი 2–6, 6–2, 5–7
გამარჯვება 2013 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი   ლი ნა 4–6, 6–4, 6–3
მარცხი 2013 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   სერენა უილიამსი 5–7, 7–6(8–6), 1–6

წყვილები: 3 (0–3) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 2008 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   შაჰარ პეერი   ალიონა ბონდარენკო
  კატერინა ბონდარენკო
6–2, 1–6, 4–6
მარცხი 2009 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   ელენა ვესნინა   ანაბელ მედინა გარიგესი
  ვირხინია რუანო პასკუალი
1–6, 1–6
მარცხი 2011 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   მარია კირილენკო   ხისელა დულკო
  ფლავია პენეტა
6–2, 5–7, 1–6

შერეული წყვილები: 4 (2–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 2007 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   მაქს მირნი   ელენა ლიხოვცევა
  დანიელ ნესტორი
4–6, 4–6
გამარჯვება 2007 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   მაქს მირნი   მეგან შონესი
  ლეანდერ პაესი
6–4, 7–6(8–6)
გამარჯვება 2008 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   ბობ ბრაიანი   კატარინა სრებოტნიკი
  ნენად ზიმონიჩი
6–2, 7–6(7–4)
მარცხი 2018 უიმბლდონი ბალახი   ჯეიმი მარი   ნიკოლ მელიხარი
  ალექსანდრ პეია
6–7(1–7), 3–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალი: 1 (0–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2011 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, სტამბოლი ჰარდი (დ)   პეტრა კვიტოვა 5–7, 6–4, 3–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (1–0) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2012 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (1) ბალახი   მაქს მირნი   ლაურა რობსონი
  ენდი მარი
2–6, 6–3, [10–8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Rankings WTA Tennis“. wtatennis.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  2. „Victoria Azarenka stuns Maria Sharapova in Australian Open final“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  3. „Australian Open: Victoria Azarenka beats Li Na to defend title“. bbc.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  4. „阿扎伦卡欲效仿格拉芙 抵多哈表雄心期待金满贯“. sports.163.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  5. „Rising Azarenka makes waves on tennis court“. azcentral.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  6. „Azarenka’s win, Lukashenko’s Victoria“. voxeurop.eu. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  7. „Tennis star Victoria Azaranka buys a house in Los Angeles“. euroradio.fm. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  8. „AZARENKA ON 2014: 'IN MY MIND, I SKIPPED THE WHOLE SEASON'. tennis.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-23. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  9. „I have some news for you all“. twitter.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  10. „Azarenka celebrates birth of baby boy“. tennismash.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.
  11. „Victoria Azarenka May Skip U.S. Open Over Child Custody Case“. nytimes.com. ციტირების თარიღი: 13 იანვარი 2018.