ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მონტე-კარლო (ფრანგ. Monte Carlo) — მონაკოს ერთ-ერთი რაიონი, რომელიც შეცდომით მიაჩნიათ როგორც ქალაქი და ხშირად მონაკოს დედაქალაქი.

ქალაქი
მონტე-კარლო
ფრანგ. Monte Carlo

ქალაქის ხედი
ქვეყანა მონაკოს დროშა მონაკო
კოორდინატები 43°44′23″ ჩ. გ. 7°25′38″ ა. გ. / 43.73972° ჩ. გ. 7.42722° ა. გ. / 43.73972; 7.42722
დაარსდა 1866
ფართობი 0.28146 კმ²
ეროვნული შემადგენლობა ფრანგები, იტალიელები, მონეგასკები
სასაათო სარტყელი UTC+1
საფოსტო ინდექსი 98000
საავტომობილო კოდი MC
მონტე-კარლო — მონაკო
მონტე-კარლო

მონტე-კარლო ცნობილია კაზინოებითა და აზარტული თამაშებით. მუდმივი მოსახლეობა დაახლოებით 15 000 ადამიანია. მონტე-კარლო მოიცავს არა მარტო საკუთარ ტერიტორიას, სადაც განთავსებულია ცნობილი სამორინეLe Grand Casino“, არამედ სენტ-მიშელისა და სენტ-რომანის გარკვეულ ტერიტორიას.

ქალაქი დაარსდა 1866 წელს. მონტე-კარლო მომდინარეობს იტალიური სიტყვიდან, რაც „ჩარლზის მთას“ ნიშნავს. მთას, რომელზეც რაიონია გაშენებული, სახელი პრინც ჩარლზ III-ის პატივსაცემად ეწოდა.

მონტე-კარლო ბევრ ფილმსა თუ სატელევიზიო სერიალში ფიგურირებს. მაგალითად 1930 წელს გადაღებული ამერიკული ფილმი „მონტე-კარლო“.

მონტე-კარლოშია მონაკოს წრის უდიდესი ნაწილი, რომელზედაც იმართება ფორმულა 1-ის რბოლები მონაკოს გრანპრის განმავლობაში. მონტე-კარლო ასევე მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატებს ბოქსში, ევროპული პოკერტურის ფინალს და მსოფლიოს ნარდის ჩემპიონატს. აგრეთვე მოდის ჩვენებებს და სხვა მოვლენებს.

წლიური ამინდი — მონტე-კარლო
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °F (°C) 55 (13) 55 (13) 58 (14) 61 (16) 67 (19) 74 (23) 79 (26) 80 (27) 75 (24) 68 (20) 61 (16) 56 (13) 67 (19)
საშუალო დღიური °F (°C)
საშუალო დაბალი °F (°C) 42 (6) 43 (6) 46 (8) 49 (9) 56 (13) 62 (17) 67 (19) 68 (20) 63 (17) 56 (13) 48 (9) 43 (6) 55 (13)
ნალექი დუიმი (მმ) 3.5 (88.9) 3 (76.2) 2.9 (73.7) 2.9 (73.7) 2.5 (63.5) 1.9 (48.3) 1.5 (38.1) 0.7 (17.8) 1.2 (30.5) 2.6 (66) 4.4 (111.8) 4.6 (116.8) 31,7 (805,2)
წყარო: {{{source}}} {{{accessdate}}}
 
მონტე-კარლოს პანორამა სამეფო სასახლიდან

ცნობილი მაცხოვრებლები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Squires, Nick (29 January 2013). 'Most beautiful woman in the world' Gina Lollobrigida in bizarre fake marriage plot“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 სექტემბერი 2015. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2016.
  2. World Entertainment News Network. Ringo Moves To Monte Carlo To Avoid Tax Laws. Contactmusic.com.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მონტე-კარლო“-დან