მარია შარაპოვა (რუს. Мари́я Шара́пова; დ. 19 აპრილი, 1987, ნიაგანი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

მარია შარაპოვა

შარაპოვა მადრიდის მასტერსზე 2015 წელს
სრული სახელი მარია იურის ასული შარაპოვა
მშობლიური სახელი Мари́я Ю́рьевна Шара́пова
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
საცხოვრებელი ადგილი მანჰეტენ ბიჩი, კალიფორნია, აშშ
დაიბადა 19 აპრილი, 1987 (1987-04-19) (36 წლის)
ნიაგანი, რსფსრ, სსრკ
სიმაღლე 188 სმ.
პროფესიონალი 2001
კარიერა დაასრულა 2020
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი იური შარაპოვი
რობერტ ლენსდორპი (1998–2005)
მაიკლ ჯოისი (2004–2011)
თომას ჰოგსტედტი (2011–2013)
ჯიმი კონორსი (2013)
სვენ გრუნველდი (2013–18)
ფულადი პრიზი 38,777,962 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი mariasharapova.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 645–171 (79%)
ტიტულები კარიერაში 36
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (22 აგვისტო, 2005)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2008)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2012, 2014)
უიმბლდონი გამარჯვება (2004)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2006)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2004)
ოლიმპიური თამაშები ფინალი (2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 23–17 (57.5%)
ტიტულები კარიერაში 3
უმაღლესი რეიტინგი 41-ე (14 ივნისი, 2004)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (2003, 2004)
აშშ-ის ღია პირველობა 2რ (2003)
შერეული წყვილები
კარიერის ჩანაწერები 2–1 (66.7%)
ტიტულები კარიერაში 0
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
აშშ-ის ღია პირველობა მეოთხედფინალი (2004)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (2008)
ბოლოს განახლდა: 16 იანვარი, 2018.

შარაპოვას მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი – 2 საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა. 2012 წელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, შარაპოვამ კარიერული დიდი სლემი შეასრულა და გახდა ისტორიაში მეათე ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც აღნიშნულის მიღწევა შეძლო (ყველა დიდი სლემის ტურნირის მოგება)[1]. რუს ჩოგბურთელს ასევე ერთხელ აქვს მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას კარიერაში WTA-ის 36 ტურნირი აქვს ერთეულებში მოგებული. 2005 წელს 18 წლის ასაკში, შარაპოვა რეიტინგში მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. ჯამში სხვადასხვა წლებში, იგი 21 კვირის განმავლობაში იკავებდა პირველ ადგილს.

ოლიმპიურ თამაშებზე, მას ერთი ვერცხლის მედალი აქვს ერთეულებში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, შარაპოვამ ერთხელ მოიგო 1 ფედერაციის თასი რუსეთის ნაკრებთან ერთად. კარიერა დაასრულა 2020 წლის 26 თებერვალს.

სტატისტიკა და მიღწევები რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები: 10 (5–5) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2004 უიმბლდონი (1) ბალახი   სერენა უილიამსი 6–1, 6–4
გამარჯვება 2006 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   ჟუსტინ ენენი 6–4, 6–4
მარცხი 2007 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   სერენა უილიამსი 1–6, 2–6
გამარჯვება 2008 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   ანა ივანოვიჩი 7–5, 6–3
მარცხი 2011 უიმბლდონი ბალახი   პეტრა კვიტოვა 3–6, 4–6
მარცხი 2012 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   ვიქტორია აზარენკა 3–6, 0–6
გამარჯვება 2012 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   სარა ერანი 6–3, 6–2
მარცხი 2013 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   სერენა უილიამსი 4–6, 4–6
გამარჯვება 2014 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   სიმონა ჰალეპი 6–4, 6–7(5–7), 6–4
მარცხი 2015 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   სერენა უილიამსი 3–6, 6–7(5–7)

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 3 (1–2) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2004 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ლოს-ანჯელესი (1) ჰარდი (დ)   სერენა უილიამსი 4–6, 6–2, 6–4
მარცხი 2007 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, მადრიდი ჰარდი (დ)   ჟუსტინ ენენი 7–5, 5–7, 3–6
მარცხი 2012 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, სტამბოლი ჰარდი (დ)   სერენა უილიამსი 4–6, 3–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 1 (0–1) რედაქტირება

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი (ვერცხლი) 2012 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 ბალახი   სერენა უილიამსი 0–6, 1–6

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Maria Sharapova wins French Open by beating Sara Errani“. bbc.com. ციტირების თარიღი: 7 იანვარი 2018.