შტეფანი მარია გრაფი (გერმ. Stefanie Maria Graf; დ. 14 ივნისი, 1969, მანჰაიმი, დასავლეთი გერმანია) — გერმანელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელად ისტორიაში[a].

შტეფი გრაფი

გრაფი 2000 წელს
სრული სახელი შტეფანი მარია გრაფი
მშობლიური სახელი Stefanie Maria Graf
ქვეყანა (სპორტი) დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია (1982–1990)
გერმანიის დროშა გერმანია (1990–1999)
საცხოვრებელი ადგილი ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ
დაიბადა 14 ივნისი, 1969 (1969-06-14) (55 წლის)
მანჰაიმი, დასავლეთი გერმანია
სიმაღლე 176 სმ.
პროფესიონალი 1982
კარიერა დაასრულა 1999
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი პიტერ გრაფი
პაველ სლოჟილი (1986–1991)
ჰაინც გიუნტჰარდტი (1992–1999)
ფულადი პრიზი 21,895,277 აშშ დოლარი
დიდების დარბაზი 2004 (წევრის გვერდი)
ოფიციალური საიტი steffi-graf.net
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 900–115 (88.67%)
ტიტულები კარიერაში 107
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (17 აგვისტო, 1987)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (1988, 1989, 1990, 1994)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (1987, 1988, 1993, 1995, 1996, 1999)
უიმბლდონი გამარჯვება (1988, 1989, 1991, 1992, 1993, 1995, 1996)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (1988, 1989, 1993, 1995, 1996)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (1987, 1989, 1993, 1995, 1996)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (1988)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 173–72 (70.61%)
ტიტულები კარიერაში 11
უმაღლესი რეიტინგი მე-3 (3 მარტი, 1987)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა ნახევარფინალი (1988, 1989)
საფრანგეთის ღია პირველობა ფინალი (1986, 1987, 1989)
უიმბლდონი გამარჯვება (1988)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი (1986, 1987, 1988, 1989)
წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები ნახევარფინალი (1988)
შერეული წყვილები
კარიერის ჩანაწერები 9–7 (56.25%)
ტიტულები კარიერაში 0
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 2რ (1991)
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ (1994)
უიმბლდონი ნახევარფინალი (1999)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (1984)
გუნდური შეჯიბრები
ფედერაციის თასი გამარჯვება (1987, 1992)
ჰოპმანის თასი გამარჯვება (1993)
ბოლოს განახლდა: 10 მაისი, 2018.

გრაფს ერთეულებში 22 დიდი სლემის ტურნირი აქვს მოგებული – 7 უიმბლდონი, 6 საფრანგეთის ღია პირველობა, 5 აშშ-ის ღია პირველობა და 4 ავსტრალიის ღია პირველობა. 1988 წელს გრაფი გახდა პირველი და დღემდე ერთადერთი ჩოგბურთელი (ქალი თუ მამაკაცი), რომელმაც ოქროს სლემი შეასრულა – ერთ წელიწადში მოიგო დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში. ასევე ის ერთადერთი ჩოგბურთელია, ვისაც ყველა დიდი სლემის ტურნირი მინიმუმ ოთხჯერ აქვს მოგებული. 1987 წლის საფრანგეთის ღია პირველობიდან 1990 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ჩათვლით, გრაფი ზედიზედ 13 დიდი სლემის ტურნირის ფინალში გავიდა და 9-ჯერ გაიმარჯვა. ჯამში მან დიდი სლემის ტურნირების 31 ფინალში ითამაშა ერთეულებში.

გრაფმა ასევე 5-ჯერ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. ჯამში მას WTA-ის 107 ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. იგი 377 კვირის განმავლობაში იკავებდა ერთეულთა რეიტინგში პირველ ადგილს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ქალთა ჩოგბურთში.

გერმანელ ჩოგბურთელს 1 უიმბლდონი აქვს წყვილებში მოგებული. ოლიმპიურ თამაშებზე, გრაფს 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედლები აქვს ერთეულებში, ხოლო წყვილებში 1 ბრინჯაოს მედალი. სანაკრებო დონეზე, მან 2 ფედერაციის თასი და 1 ჰოპმანის თასი მოიგო გერმანიის ნაკრებთან ერთად.

შტეფი გრაფმა კარიერა 1999 წელს დაასრულა[6]. 2004 წელს, იგი საერთაშორისო ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს. გრაფის მეუღლეა ამერიკელი ყოფილი პროფესიონალი ჩოგბურთელი, ერთეულებში დიდი სლემის ტურნირების 8-გზის გამარჯვებული ანდრე აგასი.

სტატისტიკა და მიღწევები

რედაქტირება

დიდი სლემის ტურნირების ფინალები

რედაქტირება

ერთეულები: 31 (22–9)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 1987 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა   მარტინა ნავრატილოვა 6–4, 4–6, 8–6
მარცხი 1987 უიმბლდონი ბალახი   მარტინა ნავრატილოვა 5–7, 3–6
მარცხი 1987 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   მარტინა ნავრატილოვა 6–7(4–7), 1–6
გამარჯვება 1988 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი   კრის ევერტი 6–1, 7–6(7–3)
გამარჯვება 1988 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა   ნატალია ზვერევა 6–0, 6–0
გამარჯვება 1988 უიმბლდონი (1) ბალახი   მარტინა ნავრატილოვა 5–7, 6–2, 6–1
გამარჯვება 1988 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი   გაბრიელა საბატინი 6–3, 3–6, 6–1
გამარჯვება 1989 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი   ჰელენა სუკოვა 6–4, 6–4
მარცხი 1989 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   არანჩა სანჩეს ვიკარიო 6–7(6–8), 6–3, 5–7
გამარჯვება 1989 უიმბლდონი (2) ბალახი   მარტინა ნავრატილოვა 6–2, 6–7(1–7), 6–1
გამარჯვება 1989 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი   მარტინა ნავრატილოვა 3–6, 7–5, 6–1
გამარჯვება 1990 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ჰარდი   მერი ჯო ფერნანდესი 6–3, 6–4
მარცხი 1990 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   მონიკა სელეში 6–7(6–8), 4–6
მარცხი 1990 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   გაბრიელა საბატინი 2–6, 6–7(4–7)
გამარჯვება 1991 უიმბლდონი (3) ბალახი   გაბრიელა საბატინი 6–4, 3–6, 8–6
მარცხი 1992 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   მონიკა სელეში 2–6, 6–3, 8–10
გამარჯვება 1992 უიმბლდონი (4) ბალახი   მონიკა სელეში 6–2, 6–1
მარცხი 1993 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი   მონიკა სელეში 6–4, 3–6, 2–6
გამარჯვება 1993 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა   მერი ჯო ფერნანდესი 4–6, 6–2, 6–4
გამარჯვება 1993 უიმბლდონი (5) ბალახი   იანა ნოვოტნა 7–6(8–6), 1–6, 6–4
გამარჯვება 1993 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი   ჰელენა სუკოვა 6–3, 6–3
გამარჯვება 1994 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ჰარდი   არანჩა სანჩეს ვიკარიო 6–0, 6–2
მარცხი 1994 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი   არანჩა სანჩეს ვიკარიო 6–1, 6–7(3–7), 4–6
გამარჯვება 1995 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა   არანჩა სანჩეს ვიკარიო 7–5, 4–6, 6–0
გამარჯვება 1995 უიმბლდონი (6) ბალახი   არანჩა სანჩეს ვიკარიო 4–6, 6–1, 7–5
გამარჯვება 1995 აშშ-ის ღია პირველობა (4) ჰარდი   მონიკა სელეში 7–6(8–6), 0–6, 6–3
გამარჯვება 1996 საფრანგეთის ღია პირველობა (5) თიხა   არანჩა სანჩეს ვიკარიო 6–3, 6–7(4–7), 10–8
გამარჯვება 1996 უიმბლდონი (7) ბალახი   არანჩა სანჩეს ვიკარიო 6–3, 7–5
გამარჯვება 1996 აშშ-ის ღია პირველობა (5) ჰარდი   მონიკა სელეში 7–5, 6–4
გამარჯვება 1999 საფრანგეთის ღია პირველობა (6) თიხა   მარტინა ჰინგისი 4–6, 7–5, 6–2
მარცხი 1999 უიმბლდონი ბალახი   ლინდზი დევენპორტი 4–6, 5–7

წყვილები: 4 (1–3)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
მარცხი 1986 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   გაბრიელა საბატინი   მარტინა ნავრატილოვა
  ანდრეა ტემეშვარი
1–6, 2–6
მარცხი 1987 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   გაბრიელა საბატინი   მარტინა ნავრატილოვა
  პემ შრაივერი
2–6, 1–6
გამარჯვება 1988 უიმბლდონი (1) ბალახი   გაბრიელა საბატინი   ლარისა სავჩენკო
  ნატალია ზვერევა
6–3, 1–6, 12–10
მარცხი 1989 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა   გაბრიელა საბატინი   ლარისა სავჩენკო
  ნატალია ზვერევა
4–6, 4–6

წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალები: 6 (5–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 1986 (ნოემ.) WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი ხალიჩა (დ)   მარტინა ნავრატილოვა 6–7(8–10), 3–6, 2–6
გამარჯვება 1987 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (1) ხალიჩა (დ)   გაბრიელა საბატინი 4–6, 6–4, 6–0, 6–4
გამარჯვება 1989 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (2) ხალიჩა (დ)   მარტინა ნავრატილოვა 6–4, 7–5, 2–6, 6–2
გამარჯვება 1993 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (3) ხალიჩა (დ)   არანჩა სანჩეს ვიკარიო 6–1, 6–4, 3–6, 6–1
გამარჯვება 1995 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (4) ხალიჩა (დ)   ანკე ჰუბერი 6–1, 2–6, 6–1, 4–6, 6–3
გამარჯვება 1996 WTA-ის ტურის ჩემპიონატი, ნიუ-იორკი (5) ხალიჩა (დ)   მარტინა ჰინგისი 6–3, 4–6, 6–0, 4–6, 6–0

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები: 2 (1–1)

რედაქტირება
შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 1988 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1988 (1) ჰარდი   გაბრიელა საბატინი 6–3, 6–3
მარცხი (ვერცხლი) 1992 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 1992 თიხა   ჯენიფერ კაპრიატი 6–3, 3–6, 4–6

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

შენიშვნები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Tennis' Top 20 of All Time“. espn.com. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2018.
  2. „THE 50 GREATEST PLAYERS OF THE OPEN ERA (W): NO. 2, STEFFI GRAF“. tennis.com. ციტირების თარიღი: 25 ოქტომბერი 2018.
  3. „The 20 greatest tennis players of the Open era: Where do Rafael Nadal and Roger Federer feature?“. telegraph.co.uk. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2018.
  4. „Remembering What Made Steffi Graf a Tennis Legend“. bleacherreport.com. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2018.
  5. 'Superhuman' Serena Williams Vs. 'Fraulein Forehand' Steffi Graf: Who Is The Greatest?“. forbes.com. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2018.
  6. „Sport: Tennis Graf bows out“. bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 10 მაისი 2018.