ინტერპოლი, კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ინგლ. International Criminal Police Organization; აბრეავიატურა ICPO) — საერთაშორისო ორგანიზაცია. მიზნად ისახავს საპოლიციო ხელისუფლებების თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფას სისხლის სამართლის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯამში ორგანიზაციის წევრია 194 სახელმიწფო.

ინტერპოლი
ინგლ. Interpol
დევიზი Connecting police for a safer world და Relier les polices pour un monde plus sûr
აბრევიატურა ICPO-INTERPOL
შეიქმნა სექტემბერი, 1923
ტიპი intergovernmental organization[1] , law enforcement agency, საერთაშორისო ორგანიზაცია[2] , Telegraphic address და missing persons organization
მიზანი საერთაშორისო დონეზე ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ
შტაბ-ბინა ლიონი, საფრანგეთი
წევრები 194
ქვეყანა საფრანგეთი
თავმჯდომარე Ahmed Naser Al-Raisi[3]
https://interpol.int

1914 წელს შედგა კირმინალური პოლიციის პირველი საერთაშორისო კონგრესი. მასში მონაწილეობდა 24 სახელმწიფო. 1923 წელს ქალაქ ვენაში ჩატარდა კრიმინალური პოლიციის მე‐2 საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მსოფლიო მასშტაბით 20 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ამ შეხვედრაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო კომისიის შექმნის შესახებ. ამავე დღეს დამტკიცდა ორგანიზაციის წესდება. ავსტრია‐ უნგრეთის იმპერიის კართოტეკა, რომელიც თითქმის მთელ სამხრეთ‐აღმოსავლეთ ევროპას მოიცავდა, მდებარეობდა ვენაში. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ორგანიზაციის შტაბ-ბინის ადგილმდებარეობად არჩეულ იქნა ქალაქი ვენა. კრიმინალური პოლიცის საერთაშორისო ორგანიზაციის პირველ პრეზიდენტად აირჩიეს ავსტრიის პოლიციის პრეზიდენტი, კრიმინალური პოლიცის საერთაშორისო კომისიის შექნის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, იოჰან შობერი. 1938 წელს ავსტრიის ნაცისტურ გერამნიასთან მიერთების გამო კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო კომისიის შტაბ-ბინის მდებარეობა შეიცვალა. ინტერპოლი შტაბ-ბინა განთავსდა ბერლინში. გადატანილ იქნა გერმანიის ქალაქ ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ორგანიზაციამ გააგრძელა მუშაობა და კიდევ ერთხელ შეიცვალა შტაბ-ბინა. ინტერპოლმა პარიზში გადაინაცვლა 1956 წელს ინტერპოლმა 25-ე სესიაზე მიიღო ორგანიზაციის კონსტიტუცია, რომელიც დღესაც ძალაშია და რომლის შესაბამისადაც, ორგანიზაციას კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას ინტერპოლი ეწოდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება