ვილჰელმ ჰოლანდიელი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვილჰელმ ჰოლანდიელი (გერმ. Wilhelm von Holland) (1227 - 28 იანვარი 1256) გერმანიის მეფე 1247 - 1256 წლებში. იქორწინა 1252 წლის 25 იანვარს ელისაბედ ბრაუნშვაიგელზე.

ვილჰელმ ჰოლანდიელი

ვილჰელმი, ჰოლანდიის გრაფი (ვილჰელმ II 1234–1256) არჩეულ იქნა გერმანიის მეფედ გოგენშტაუფენების მეტოქეების მიერ 1247 წლის სექტემბერში. ამ დროს ტახტზე მჯდომი მეფე, კონრად IV ებრძოდა ვულჰელმს, მაგრამ 1251 წელს იძულებული გახდა იტალიაში წასულიყო. ამის შემდეგ ვილჰელმი დიდებულთა უმეტესობამ მეფედ სცნო. 1252 წელს დიდებულებმა გადაწყვიტეს გოგენშტაუფენებისთვის მამულები ჩამოერთმიათ. მეფემ ეს მიწები თავის მომხრეებს გადასცა, ხოლო ქალაქების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მეტი უფლებები მისცა მათ. ამით დასრულდა ვულჰელმის რეალური მმართველობა.

მიუხედავად იმისა რომ ვილჰელმი მამაცი, კეთილი და პატიოსანი ადამიანი იყო, მას არ ჰქონდა მეფობისთვის აუცილებელი თვისებები, არც საკმარისი ჭკუა არც პოლიტიკური ხედვა. დიდებულები მალე მას აღარაფრად აგდებდნენ. ისინი აღარ ჩამოდიოდნენ მეფის კარზე წვეულებების და მიღებებისას. თუმცა ვილჰელმს ეს დიდად არ აღელვებდა. იგი დაკავებული იყო ჩრდილოეთით ფრიზებთან წვრილი ომებით. 1256 წლის 28 იანვარს მორიგი ლაშქრობისას, იგი ცხენით ურთ ჭაობში ჩავარდა. ამით ფრიზებმა ისარგებლეს და მოკლეს იგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X