იალტის კონფერენცია
იალტის კონფერენცია, აგრეთვე ყირიმის კონფერენცია, კოდური სახელი არგონავტთა კონფერენცია — მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების ომისდროინდელი შეხვედრა 1945 წლის 4-11 თებერვალს. დელეგაციებს მეთაურობდნენ ფრანკლინ რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ სტალინი.
კონფერენცია საბჭოთა კავშირის ყირიმის საკურორტო ქალაქ იალტაში ჩატარდა (ამჟამად უკრაინის შემადგ.). ამერიკის დელეგაცია მეფის ყოფილ სასახლეში დააბინავეს, პრეზიდენტი რუზველტი კი ლივადიის სასახლეში, სადაც შეხვედრა იმართებოდა. ბრიტანეთის დელეგაცია კნიაზი ვორონცოვის სასახლეში მოათავსეს, ალუპკაში. დელეგაციების მთავარი წევრები იყვნენ ედუარდ სტეტინიუსი, ევერელ ჰარიმანი, ენთონი იდენი, ალექსანდერ კადოგენი და ვიაჩესლავ მოლოტოვი. გადმოცემით სასახლის ყველა ოთახი ისმინებოდა ენკავედეს მიერ. სტალინი მატარებლით ჩამოვიდა 4 თებერვალს. შეხვედრა ოფიციალური ვახშმით გაიხსნა იმავე საღამოს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იალტის კონფერენცია“ ვიკისაწყობში.
- Minutes of the conference Combined Arms Research Library
- Foreign relations of the United States. Conferences at Malta and Yalta, 1945
- Protocol of proceedings of Crimea Conference
- MilitaryHistoryOnline Yalta Conference დაარქივებული 2019-02-02 საიტზე Wayback Machine.
- How good was the Good War?
- The Division of Europe დაარქივებული 2007-03-19 საიტზე Wayback Machine. Online Documents Collection
- Special German series 2. The Committee on Dismemberment of Germany Allied discussions on the dismemberment of Germany into separate states, March 29, 1945. The committee was ordained at Yalta.
- Yalta casts its shadow 60 years on, BBC, February 7, 2005