ფრანკლინ დელანო რუზველტი
ფრანკლინ დელანო რუზველტი (ინგლ. Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 — გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა ამ პოსტს. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.
ფრანკლინ დელანო რუზველტი Franklin Delano Roosevelt | |
ფრანკლინ რუზველტი, 1933 წ. | |
აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 მარტი, 1933 – 12 აპრილი, 1945 | |
ვიცე-პრეზიდენტი | ჯონ გარნერი (1933–1941), ჰენრი უოლესი (1941–1945), ჰარი ტრუმენი (1945) |
წინამორბედი | ჰერბერტ ჰუვერი |
მემკვიდრე | ჰარი ტრუმენი |
ნიუ-იორკის 44-ე გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 1929 – 31 დეკემბერი, 1932 | |
წინამორბედი | ალფრედ სმითი |
მემკვიდრე | ჰერბერტ ლემანი |
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1913 – 1920 | |
პრეზიდენტი | ვუდრო უილსონი |
ნიუ-იორკის შტატის სენატის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1911 – 1913 | |
დაბადებული | 30 იანვარი, 1882 ჰაიდ პარკი, ნიუ-იორკი |
გარდაცვლილი | 12 აპრილი, 1945 უორმ სპრინგსი, ჯორჯია |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
მეუღლე | ელეონორა რუზველტი |
საქმიანობა | ადვოკატი |
ხელმოწერა |
დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზველტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა. იგი ლენდ-ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს თავს დაესხა, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Hyde Park NY Home of FDR
- Campobello Island Summer Home of FDR
- FDR Memorial Washington DC
- The Franklin D. Roosevelt Presidential Library and Museum
- Academic Data Related to the Roosevelt Administration დაარქივებული 2006-07-11 საიტზე Wayback Machine.
- TIME Magazine Cover: Franklin D. Roosevelt, May 28, 1923 დაარქივებული December 21, 2008[Date mismatch], საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Roosevelt at Warm Springs დაარქივებული 2008-05-06 საიტზე Wayback Machine.
- Franklin D. Roosevelt American Heritage Center Museum One of the largest FDR-related resources in the world
- Photographs of Franklin D. Roosevelt, 1913-1945 დაარქივებული 2008-12-22 საიტზე Wayback Machine. Photographic collection from the National Archives
- Assistant Secretary of the Navy Franklin Roosevelt(standing on right) and Secretary of the Navy Josephus Daniels congratulate Commander Albert C. Read and his crew on their historic crossing of the Atlantic Ocean in the NC-4 in May 1919.(photo June 30, 1919)
- Franklin D. Roosevelt on The History Channel
- "When the President Takes The Helm Of Yacht"