ჰერბერტ კლარკ ჰუვერი (ინგლ. Herbert Clark Hoover; დ. 10 აგვისტო, 1874, უესტბრანჩი, აიოვის შტატი — გ. 20 ოქტომბერი, 1964, ნიუ-იორკი) — აშშ-ის 31-ე პრეზიდენტი (1929 - 1933), რესპუბლიკელი.

ჰერბერტ კლარკ ჰუვერი
Herbert Clark Hoover
ჰერბერტ კლარკ ჰუვერი Herbert Clark Hoover
აშშ-ის 31-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1929 – 4 მარტი, 1933
ვიცე-პრეზიდენტი  ჩარლზ კურტისი
წინამორბედიკალვინ კულიჯი
მემკვიდრეფრანკლინ რუზველტი

აშშ-ის ვაჭრობის მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 მარტი, 1921 – 21 აგვისტო, 1928
პრეზიდენტიუორენ გ. ჰარდინგი
კალვინ კულიჯი

დაბადებული10 აგვისტო, 1874
ვესტ ბრანჩი, აიოვა
გარდაცვლილი20 ოქტომბერი, 1964
ნიუ-იორკი
ეროვნებაამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლელუ ჰენრი ჰუვერი
საქმიანობაინჟინერი, ბიზნესმენი, ფილანთროპი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ჰუვერი პროფესიით სამთო ინჟინერი იყო. უორენ გამალიელ ჰარდინგის და კალვინ კულიჯის პრეზიდენტობის დროს აშშ-ის ვაჭრობის მდივანის პოსტი ეკავა. ვაჭრობის მდივნობისას მან ბევრი გააკეთა მთავრობასა და კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის გაზრდისთვის და ახალი ტექნოლოგიების განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მას არჩევით თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მან 1928 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადვილად გაიმარჯვა. იგი კაბინეტის ბოლო მდივანი იყო, ვინც პრეზიდენტად აირჩიეს.

ჰუვერის პრეზიდენტობა ხასიათდებოდა მძიმე ეკონომიკური კრიზისით – დიდი დეპრესია. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩაურევლობის პოლიტიკამ კრახი განიცადა. მის მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან რვა თვე არ იყო გასული, როდესაც 1929 წლის საფონდო ბაზრის კრახი მოხდა. ჰუვერის არცერთმა მცდელობამ ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის შედეგი არ გამოიღო. 1932 წლის არჩევნებში მან გამანადგურებელი მარცხი იწვნია. ისტორიკოსების აზრით მისი ასეთი მარცხი, მთავარ მიზეზ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მშრალი კანონის არაპოპულარულობამ, ქარიზმის და პოლიტიკოსებთან მუშაობის უნარის ნაკლებობამ გამოიწვია.

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: