აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი (ინგლ. Vice President of the United States) — მნიშვნელობით მეორე პირი აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ხდება აშშ-ის პრეზიდენტი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ქმედუუნაროა, გარდაიცვლება ან გადადგება. ქვეყნის კონსტიტუციით ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, თუმცა მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს. აირჩევა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად 4 წლის ვადით. პრეზიდენტისგან განსხვავებით ვიცე-პრეზიდენტისთვის პოსტზე ყოფნის ვადები შეზღუდული არ არის.
2021 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი არის კამალა ჰარისი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2006-10-24 საიტზე Wayback Machine.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: