აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია

ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა პარტიული კუთვნილების მიხედვით
პარტია ვიცე-პრეზიდენტი
რესპუბლიკელი 21
დემოკრატი 18
დემოკრატ-რესპუბლიკელი 6
ვიგი 2
ფედერალისტი 1
ვაკანტური 18

დღემდე აშშ-ს ჯონ ადამსიდან მაიკ პენსამდე 48 ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. თავიდან ვიცე-პრეზიდენტი ხდებოდა ის პიროვნება, ვინც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებში მეორე ადგილს დაიკავებდა. თუმცა 1800 წლის არჩევნებში ტომას ჯეფერსონის და აარონ ბურის მიერ თანაბარი ხმების მოპოვების გამო პრეზიდენტის ვინაობა წარმომადგენელთა პალატამ გადაწყვიტა. რათა მომავალში ასეთი შემთხვევები თავიდან აეცილებინათ კონსტიტუციაში მე-12 შესწორება შეიტანეს. ამ შესწორებით დღევანდელი სისტემა შეიქმნა, სადაც ამომრჩევლები ვიცე-პრეზიდენტს ცალკე აძლევენ ხმას.[1]

კონსტიტუციის მიხედვით ვიცე-პრეზიდენტს მცირე უფლებები აქვს. მისი მთავარი ფუნქცია პრეზიდენტის პოსტის დაკავებაა, თუ თანამდებობა მოქმედი პრეზიდენტის ქმედუუნარობის, გადადგომის ან გარდაცვალების გამო განთავისუფლდება. ამ გზით 9 ვიცე-პრეზიდენტი გახდა პრეზიდენტი. ასევე ვიცე-პრეზიდენტი სენატის პრეზიდენტია, მაგრამ მას ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ხმების შუაზე გაყოფის შემთხვევაში აქვს.

კონსტიტუციაში 25-ე შესწორებამდე ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გამოთავისუფლების შემთხვევაში მომავალ არჩევნებამდე ვაკანტური რჩებოდა. კონსტიტუციის შესწორებამდე ასეთი 16 შემთხვევა მოხდა:7 გარდაცვალების, 1 თანამდებობიდან გადადგომის და 8 პრეზიდენტის პოსტის დაკავების გამო. ამ შესწორებით ვაკანტურ პოსტზე ახალ ვიცე-პრეზიდენტს პრეზიდენტი ნიშნავს და კონგრესის ორივე პალატა ამტკიცებს. ამის მიხედვით ორი ვიცე-პრეზიდენტია დანიშნული ჯერალდ ფორდი 1973 წელს და ნელსონ როკფელერი 1974 წელს.[1]

დღემდე ვიცე-პრეზიდენტები 21 შტატიდან იყვნენ. ნახევარზე მეტი ხუთი შტატიდან იყო: ნიუ-იორკი (11), ინდიანა (6), მასაჩუსეტსი (4), კენტუკი (3) და ტეხასი (3). ვიცე-პრეზიდენტთა უმრავლესობამ პოსტი 50-60 წლის ასაკში დაიკავა და უმეტეს მათგანს პოლიტიკური გამოცდილება ჰქონდა, ვიდრე თანამდებობას დაიკავებდა.

აშშ-ის ყველა ვიცე-პრეზიდენტი

      ფედერალისტი       დემოკრატ-რესპუბლიკელი       დემოკრატი       ვიგი       რესპუბლიკელი

# სურათი სახელი მშობლიური შტატი პოსტზე მოსვლა პოსტიდან წასვლა პარტია პრეზიდენტი
1   ჯონ ადამსი მასაჩუსეტსი 21 აპრილი, 1789[2] 4 მარტი, 1797 ფედერალისტური ვაშინგტონი
2   ტომას ჯეფერსონი ვირჯინია 4 მარტი, 1797 4 მარტი, 1801 დემოკრატიულ-რესპუბლიკური ჯ. ადამსი
3   აარონ ბური ნიუ-იორკი 4 მარტი, 1801 4 მარტი, 1805 დემოკრატიულ-რესპუბლიკური ჯეფერსონი
4   ჯორჯ კლინტონი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1805 20 აპრილი, 1812[3] დემოკრატიულ-რესპუბლიკური ჯეფერსონი/
მედისონი
ვაკანტური 20 აპრილი, 1812 4 მარტი, 1813 მედისონი
5   ელბრიჯ ჯერი მასაჩუსეტსი 4 მარტი, 1813 23 ნოემბერი, 1814[3] დემოკრატიულ-რესპუბლიკური მედისონი
ვაკანტური 23 ნოემბერი, 1814 4 მარტი, 1817 მედისონი
6   დანიელ ტომპკინსი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1817 4 მარტი, 1825 დემოკრატიულ-რესპუბლიკური მონრო
7   ჯონ კელჰუნი სამხრეთი კაროლინა 4 მარტი, 1825 28 დეკემბერი, 1832[4] დემოკრატიულ-რესპუბლიკური/
დემოკრატიული
ჯ. კ. ადამსი/
ჯექსონი
ვაკანტური 28 დეკემბერი, 1832 4 მარტი, 1833 ჯექსონი
8   მარტინ ვან ბურენი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1833 4 მარტი, 1837 დემოკრატიული ჯექსონი
9   რიჩარდ მენტორ ჯონსონი კენტუკი 4 მარტი, 1837 4 მარტი, 1841 დემოკრატიული ვან ბურენი
10   ჯონ ტაილერი ვირჯინია 4 მარტი, 1841 4 აპრილი, 1841[5] ვიგი უ. ჰარისონი
ვაკანტური 4 აპრილი, 1841 4 მარტი, 1845 ტაილერი
11   ჯორჯ დალასი პენსილვანია 4 მარტი, 1845 4 მარტი, 1849 დემოკრატიული პოლკი
12   მილარდ ფილმორი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1849 9 ივლისი, 1850[5] ვიგი ტეილორი
ვაკანტური 9 ივლისი, 1850 4 მარტი, 1853 ფილმორი
13   უილიამ კინგი ალაბამა 4 მარტი, 1853[6] 18 აპრილი, 1853[3] დემოკრატიული პირსი
ვაკანტური 18 აპრილი, 1853 4 მარტი, 1857 პირსი
14   ჯონ ბრეკინრიჯი კენტუკი 4 მარტი, 1857 4 მარტი, 1861 დემოკრატიული ბიუკენენი
15   ჰანიბალ ჰამლინი მენი 4 მარტი, 1861 4 მარტი, 1865 რესპუბლიკური ლინკოლნი
16   ენდრიუ ჯონსონი ტენესი 4 მარტი, 1865 15 აპრილი, 1865[5] დემოკრატიული[7] ლინკოლნი
ვაკანტური 15 აპრილი, 1865 4 მარტი, 1869 ე. ჯონსონი
17   შაილერ კოლფაქსი ინდიანა 4 მარტი, 1869 4 მარტი, 1873 რესპუბლიკური გრანტი
18   ჰენრი უილსონი მასაჩუსეტსი 4 მარტი, 1873 22 ნოემბერი, 1875[3] რესპუბლიკური გრანტი
ვაკანტური 22 ნოემბერი, 1875 4 მარტი, 1877 გრანტი
19   უილიამ უილერი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1877 4 მარტი, 1881 რესპუბლიკური ჰეისი
20   ჩესტერ ართური ნიუ-იორკი 4 მარტი, 1881 19 სექტემბერი, 1881[5] რესპუბლიკური გარფილდი
ვაკანტური 19 სექტემბერი, 1881 4 მარტი, 1885 ართური
21   ტომას ჰენდრიკსი ინდიანა 4 მარტი, 1885 25 ნოემბერი, 1885[3] დემოკრატიული კლივლენდი
ვაკანტური 25 ნოემბერი, 1885 4 მარტი, 1889 კლივლენდი
22   ლევი მორტონი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1889 4 მარტი, 1893 რესპუბლიკური ბ. ჰარისონი
23   ედლაი სტივენსონი ილინოისი 4 მარტი, 1893 4 მარტი, 1897 დემოკრატიული კლივლენდი
24   გარეტ ჰობარტი ნიუ-ჯერსი 4 მარტი, 1897 21 ნოემბერი,1899[3] რესპუბლიკური მაკ-კინლი
ვაკანტური 21 ნოემბერი, 1899 4 მარტი, 1901 მაკ-კინლი
25   თეოდორ რუზველტი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1901 14 სექტემბერი, 1901[5] რესპუბლიკური მაკ-კინლი
ვაკანტური 14 სექტემბერი, 1901 4 მარტი, 1905 თ. რუზველტი
26   ჩარლზ ფერბენკსი ინდიანა 4 მარტი, 1905 4 მარტი, 1909 რესპუბლიკური თ. რუზველტი
27   ჯეიმზ შერმანი ნიუ-იორკი 4 მარტი, 1909 30 ოქტომბერი, 1912[3] რესპუბლიკური ტაფტი
ვაკანტური 30 ოქტომბერი, 1912 4 მარტი, 1913 ტაფტი
28   ტომას მარშალი ინდიანა 4 მარტი, 1913 4 მარტი, 1921 დემოკრატიული უილსონი
29   კალვინ კულიჯი მასაჩუსეტსი 4 მარტი, 1921 2 აგვისტო, 1923[5] რესპუბლიკური ჰარდინგი
ვაკანტური 2 აგვისტო, 1923 4 მარტი, 1925 კულიჯი
30   ჩარლზ დეივისი ილინოისი 4 მარტი, 1925 4 მარტი, 1929 რესპუბლიკური კულიჯი
31   ჩარლზ კურტისი კანზასი 4 მარტი, 1929 4 მარტი, 1933 რესპუბლიკური ჰუვერი
32   ჯონ გარნერი ტეხასი 4 მარტი, 1933 20 იანვარი, 1941 დემოკრატიული ფ. რუზველტი
33   ჰენრი უოლესი აიოვა 20 იანვარი, 1941 20 იანვარი, 1945 დემოკრატიული ფ. რუზველტი
34   ჰარი ტრუმენი მისური 20 იანვარი, 1945 12 აპრილი, 1945[5] დემოკრატიული ფ. რუზველტი
ვაკანტური 12 აპრილი, 1945 20 იანვარი, 1949 ტრუმენი
35   ალბენ ბარკლი კენტუკი 20 იანვარი, 1949 20 იანვარი, 1953 დემოკრატიული ტრუმენი
36   რიჩარდ ნიქსონი კალიფორნია 20 იანვარი, 1953 20 იანვარი, 1961 რესპუბლიკური ეიზენჰაუერი
37   ლინდონ ჯონსონი ტეხასი 20 იანვარი, 1961 22 ნოემბერი, 1963[5] დემოკრატიული კენედი
ვაკანტური 22 ნოემბერი, 1963 20 იანვარი, 1965 ლ. ჯონსონი
38   ჰუბერტ ჰამფრი მინესოტა 20 იანვარი, 1965 20 იანვარი, 1969 დემოკრატიული ლ. ჯონსონი
39   სპირო აგნიუ მერილენდი 20 იანვარი, 1969 10 ოქტომბერი, 1973[4] რესპუბლიკური ნიქსონი
ვაკანტური 10 ოქტომბერი, 1973 6 დეკემბერი, 1973 ნიქსონი
40   ჯერალდ ფორდი მიჩიგანი 6 დეკემბერი, 1973[8] 9 აგვისტო, 1974[5] რესპუბლიკური ნიქსონი
ვაკანტური 9 აგვისტო, 1974 19 დეკემბერი, 1974 ფორდი
41   ნელსონ როკფელერი ნიუ-იორკი 19 დეკემბერი, 1974[8] 20 იანვარი, 1977 რესპუბლიკური ფორდი
42   უოლტერ მონდეილი მინესოტა 20 იანვარი, 1977 20 იანვარი, 1981 დემოკრატიული კარტერი
43   ჯორჯ ჰ. ბუში ტეხასი 20 იანვარი, 1981[9] 20 იანვარი, 1989 რესპუბლიკური რეიგანი
44   დენ ქუეილი ინდიანა 20 იანვარი, 1989 20 იანვარი, 1993 რესპუბლიკური ჯ. ჰ. უ. ბუში
45   ალბერტ გორი ტენესი 20 იანვარი, 1993 20 იანვარი, 2001 დემოკრატიული კლინტონი
46   რიჩარდ ჩეინი ვაიომინგი[10] 20 იანვარი, 2001[11] 20 იანვარი, 2009 რესპუბლიკური ჯ. უ. ბუში
47   ჯოზეფ ბაიდენი დელავერი 20 იანვარი, 2009 20 იანვარი, 2017 დემოკრატიული ობამა
48   მაიკ პენსი ინდიანა 20 იანვარი, 2017 დღემდე რესპუბლიკური ტრამპი

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Vice President of the United States (President of the Senate). United States Senate. ციტირების თარიღი: 2009-06-10.
  2. ჯონ ადამსი ნიუ-იორკში არჩეულ პრეზიდენტ ჯორჯ ვაშინგტონზე ადრე ჩავიდა და ვიცე-პრეზიდენტის ფიცი პრეზიდენტამდე 9 დღით ადრე დადო.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 თანამდებობაზე ყოფნის დროს გარდაიცვალა.
  4. 4.0 4.1 თანამდებობიდან გადადგა.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.
  6. ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტი, ვინც კონგრესის სპეციალური ნებართვით აშშ-ის საზღვრებს გარეთ (ჰავანა, კუბა) დადო ფიცი.
  7. ჯონსონი ეროვნული კავშირის პარტიის მანდატით რესპუბლიკელ აბრაამ ლინკოლნთან ერთად იყო არჩეული.
  8. 8.0 8.1 კონსტიტუციის 25-ე შესწორების თანახმად დაიკავა თანამდებობა.
  9. კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით 1985 წლის 13 ივლისს 11:28-დან 19:22-მდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
  10. ვიცე-პრეზიდენტის ნომინაციის მოპოვების დროს ჩეინი ტეხასის მაცხოვრებელი იყო. მაგრამ მან საარჩევნო რეგისტრაცია ვაიომინგის სასარგებლოდ შეცვალა, რომელ შტატსაც იგი კონგრესში მოღვაწეობისას წარმოადგენდა. ამით მან კონსტიტუციის მე-12 შესწორების დარღვევა აიცილა თავიდან, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტობის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ერთი შტატის მაცხოვრებლები არ უნდა იყვნენ.
  11. კონსტიტუციის 25-ე შესწორების მიხედვით 2002 წლის 29 ივლისს 7:09-დან 9:24-მდე და 2007 წლის 21 ივლისს 7:16-დან 9:21-მდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში