ნიუ-იორკის შტატი
ნიუ-იორკი (ინგლ. New York) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს შუა ატლანტიკურ რეგიონში. სახელი ეწოდა იორკის ჰერცოგის მიხედვით, რომელმაც ეს ტერიტორია (ახალი ჰოლანდია) მიიღო თავისი ძმის ჩარლზ II-საგან.
- ფართობი — 122 ათასი
- მოსახლეობა — 19,300 ათასი (თეთრი 71 %, აფროამერიკელი 14 %, აზიელი 3,9 %, ლათინურამერიკელი 11,2 %).
- ქალაქის მოსახლეობა — 84,6 %.
- ქალაქები — ალბანი (დედაქალაქი), 103 ათასი, ნიუ-იორკი, 8.108 ათასი, ბუფალო, 310 ათასი, როჩესტერი, 221 ათასი
- თავისებურებები — ნიაგარას ჩანჩქერი, უესტ-პოინტი (აშშ-ს სამხედრო აკადემია), ქალაქი ნიუ-იორკი (აშენდა XVII ს-ში კუნძულ მანჰეტენზე, აშშ-ს დედაქალაქი 1797-მდე, შედგება 5 კვარტალისაგან: ბრონქსი, მანჰეტენი, ქუინსი, ბრუკლინი, სტეიტენ-აილენდი. ღირსშესანიშნაობანი — თავისუფლების ქანდაკება, ემპაია სტეიტ ბილდინგი, 381 მ, გაეროს შტაბ-ბინა, კოლუმბიის უნივერსიტეტი).
- ცნობილი ადამიანები — ჯეიმზ ფენიმორ კუპერი, ართურ მილერი, ფრანკლინ და თეოდორ რუზველტები, უოლტ უიტმენი.
ნიუ-იორკის შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | The Empire State | ||||
დევიზი: | Excelsior და I Love New York[2] | ||||
დედაქალაქი | ოლბანი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | Kathy Hochul[3] | ||||
საკანონმდებლო ორგანო | ნიუ-იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანო | ||||
ფართობი | 141 300 კმ² | ||||
მოსახლეობა | 20 201 249[4] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | მერსის მთა | ||||
უდაბლესი წერტილი | ატლანტის ოკეანე | ||||
შტატი გახდა | 26 ივლისი, 1788 | ||||
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო, UTC-5[5] , ამერიკა/ნიუ-იორკი და UTC-4[5] | ||||
საფოსტო აბრევიატურა | NY, N.Y. და Ν.Υόρκη | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | ნიუ-ჯერსი, ვერმონტი, პენსილვანია, კონექტიკუტი, მასაჩუსეტსი, ონტარიო და კვებეკი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა |
სია | ||||
საიტი | ny.gov | ||||
ისტორია
რედაქტირება- 1524 — ფლორენციელი ჯოვანი ვერაძანო იკვლევდა ტერიტორიას საფრანგეთის მეფის დავალებით, ამ ადგილს უწოდა ანგულემი.
- 1609 — ეწვია სამიუელ შამპლენი (საფრანგეთი).
- 1609 — იკვლევდა ჰენრი ჰუდსონი ნიდერლანდებისათვის. პიტერ სტუივეზანტმა დააარსა ნიუ-ჰარლემი.
- 1614 — ჰოლანდიელთა კოლონია.
- 1626 — პიტერ მინუიტმა ინდიელთა ტომის მანჰეტებისაგან 60 ფლორინად იყიდა კუნძული მანჰეტენი (56,6 კვ.კმ).
- 1664 — ახალი ამსტერდამი ანექსირებულ იქნა ინგლისელთა მიერ.
- 1777 — დამოუკიდებელია, მიიღო პირველი კონსტიტუცია.
- 1788 — ერთ-ერთი პირველი 13 შტატთაგანი.
დემოგრაფია
რედაქტირებაისტორიული მოსახლეობა | |||
---|---|---|---|
ცენზი | მოს. | %± | |
1790 | 340 120 | ||
1800 | 589 051 | 73.2% | |
1810 | 959 049 | 62.8% | |
1820 | 1 372 851 | 43.1% | |
1830 | 1 918 608 | 39.8% | |
1840 | 2 428 921 | 26.6% | |
1850 | 3 097 394 | 27.5% | |
1860 | 3 880 735 | 25.3% | |
1870 | 4 382 759 | 12.9% | |
1880 | 5 082 871 | 16.0% | |
1890 | 5 997 853 | 18.0% | |
1900 | 7 268 894 | 21.2% | |
1910 | 9 113 614 | 25.4% | |
1920 | 10 385 227 | 14.0% | |
1930 | 12 588 066 | 21.2% | |
1940 | 13 479 142 | 7.1% | |
1950 | 14 830 192 | 10.0% | |
1960 | 16 782 304 | 13.2% | |
1970 | 18 236 967 | 8.7% | |
1980 | 17 558 072 | -3.7% | |
1990 | 17 990 455 | 2.5% | |
2000 | 18 976 457 | 5.5% |
2006 წლისთვის ნიუ-იორკი მოსახლეობის რაოდენობით მესამე შტატი იყო კალიფორნიისა და ტეხასის შემდეგ. მისი მოსახლეობა შეადგენდა 19 306 183 ადამიანს, რაც 1,7 %-ით მეტია 2000 წლის მაჩვენებელზე; ის მოიცავს ბუნებრივ ნამატს ბოლო ცენზის შემდეგ 601 779 ადამიანით (1 576 125 დაბ. მინუს 974 346 გარდ.) და კლებას შტატიდან მიგრაციის გამო 422 481 ადამიანით. იმიგრაციამ ქვეყნის გარედან მოიმატა 820 388 ადამიანით, ხოლო მიგრაციამ ქვეყნის შიგნით შეადგინა დანაკარგი 800 213 ადამიანით.
ნიუ-იორკი ნელა მზარდი შტატია სხვა შტატებში ემიგრაციის მაღალი დონით, განსაკუთრებით ფლორიდასა და არიზონაში. თუმცა ნიუ-იორკი წამყვანი ადგილია საერთაშორისო იმიგრაციისთვის. ქალაქ ნიუ-იორკს და მის ექვს საგარეუბნო საგრაფოს (ქაუნტი) ერთობლივად ჰყავს 12 626 200 ადამიანი, შტატის მოსახლეობის 65,67 %.
ლიტერატურა
რედაქტირება- French, John Homer (1860). Historical and statistical gazetteer of New York State. Syracuse, New York: R. Pearsall Smith. OCLC 224691273.
- New York State Historical Association (1940). New York: A Guide to the Empire State. New York City: Oxford University Press. ISBN 978-1-60354-031-5. OCLC 504264143.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.dos.ny.gov/kids_room/web_images/excelsior_coa_01.png
- ↑ https://www.nysenate.gov/legislation/laws/STL/88
- ↑ Ferré-Sadurní L. Hochul Is Sworn In: ‘I Want People to Believe in Their Government Again’ // The New York Times / J. Kahn — Manhattan: New York Times Company, A. G. Sulzberger, 2021. — ISSN 0362-4331; 1553-8095; 1542-667X
- ↑ 2020 United States Census / აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო
- ↑ 5.0 5.1 GeoNames — 2005.
- ↑ 6.0 6.1 https://www.census.gov/quickfacts/table/PST045215/36061 — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ 7.0 7.1 http://quickfacts.census.gov/qfd/states/36/36001lk.html — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ 8.0 8.1 https://www.census.gov/quickfacts/table/PST045215/36003 — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ 9.0 9.1 http://quickfacts.census.gov/qfd/states/36/36005lk.html — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ 10.0 10.1 http://quickfacts.census.gov/qfd/states/36/36007lk.html — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.
- ↑ 11.0 11.1 http://quickfacts.census.gov/qfd/states/36/36009lk.html — აშშ-ის სტატისტიკური აღწერის ბიურო.