თავისუფლების ქანდაკება
თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი (ინგლ. Liberty Enlightening the World; ფრანგ. La liberté éclairant le monde), უკეთ ცნობილი როგორც თავისუფლების ქანდაკება — 1885 წელს საფრანგეთის მიერ აშშ-სთვის ნაბოძები მონუმენტი, რომელიც ლიბერტი-აილენდზე (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუდსონის შესართავთან, ამერიკაში ჩამოსულთათვის კეთილმოყვარეობის გამოხატვის ნიშნით. სპილენძის ქანდაკება, რომელიც 1886 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა, ამერიკის შეერთებული შტატების მეასე წლისთავს მიეძღვნა და ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოხატვის ჟესტი იყო.
თავისუფლების ქანდაკება* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | აშშ |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | ამერიკა |
კოორდინატები | 40°41′21″ ჩ. გ. 74°02′40″ დ. გ. / 40.68917° ჩ. გ. 74.04444° დ. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 307 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 307 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ქანდაკების სკულპტორი იყო ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი. ალექსანდრე გუსტავ ეიფელმა მონუმენტის შიგა სტრუქტურა დააპროექტა. იუჟინ-დე-დუკი იყო სპილენძის შერჩევისთვის პასუხისმგებელი. ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და, უფრო ვრცელი მნიშვნელობით, ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. მისი დადგმის დღიდან თვითმფრინავის ერამდე ეს იყო პირველი ნიშანი, რომელსაც აშშ-ში ჩამოსული მილიონობით ემიგრანტი ხედავდა ევროპიდან ოკეანის გადმოჭრის შემდეგ. მოქანდაკეებმა თავისუფლების ქანდაკებისთვის შთაგონებად როდოსის კოლოსი გამოიყენეს.
1984 წლიდან ქანდაკება შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Statue of Liberty National Monument
- Statue of Liberty at Structurae
- Statue of Liberty-Ellis Island Foundation
- "A Giant's Task – Cleaning Statue of Liberty", Popular Mechanics (February 1932)