სამიუელ შამპლენი
სამიუელ შამპლენი (ფრანგ. Samuel de Champlain; დ. 3 ივლისი, 1567 — გ. 25 დეკემბერი, 1635) — ფრანგი კარტოგრაფი, კანადისა და აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთის მკვლევარი. 1603 წელს იმოგზაურა წმინდა ლავრენტის მდინარეზე და საგენეიზე. 1604-1606 წლებში კვლევას ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკური სანაპიროს გასწვრივ. გამოიკვლია ახალი შოტლანდიისა და კეიპ-კოდის ნახევარკუნძულები, ფანდისა და მასაჩუსეტსის ყურეები. აღმოაჩინა კუნძული ნანტაკეტი. 1608 წელს მიაღწია წმინდა ლავრენტის მდინარის შესართავს და დააარსა ქალაქი კვებეკი. 1609 წელს გამოიკვლია მდინარე რიშელიე — წმინდა ლავრენტის მდინარის მარჯვენა შენაკადი, აღმოაჩინა ტბა, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი ეწოდა, ადირონდაკისა და გრინ-მაუნტინზის მთები. 1609-1615 წლებში იმოგზაურა წყნარი ოკეანისკენ მიმავალი საწყლოსნო გზების აღმოსაჩენად. 1633 წელს გახდა ახალი საფრანგეთის გუბერნატორი. თავისი მოგზაურობა აღწერა თხზულებებში.
სამიუელ შამპლენი | |
---|---|
სამიუელ შამპლენი | |
დაბადების თარიღი |
3 ივლისი 1567 იერ-ბრუაჟი |
გარდაცვალების თარიღი |
25 დეკემბერი 1635 კვებეკი |
ხელმოწერა |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამიუელ შამპლენი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- სამიუელ შამპლენი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)