ახალი საფრანგეთი (ფრანგ. Nouvelle-France) — საფრანგეთის მიერ კოლონიზირებული ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში. ტერიტორიის საფრანგეთის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი დაიწყო 1534 წელს ჟაკ კარტიეს მიერ წმინდა ლავრენტის მდინარის გამოკვლევით და დასრულდა ახალი საფრანგეთის ესპანეთისა და ბრიტანეთისთვის გადაცემით.

ახალი საფრანგეთი
Vice-royauté de Nouvelle-France

1534 — 1763
დროშა 1663 წლიდან გერბი
დედაქალაქი კვებეკი
ენა ფრანგული
ფულის ერთეული ახალი ფრანგული ლივრი
მმართველობის ფორმა მონარქია
მეფე
 - 1612-1619 ლუი XIV
 - 1715-1763 ლუი XV

ფრანგული კოლონიური მმართველობის ზომამ ჩრდილოეთ ამერიკაში პიკს 1712 წელს (უტრეხტის ზავის გაფორმებამდე) მიაღწია. ამ პერიოდში ახალი საფრანგეთი გადაჭიმული იყო ნიუფაუნდლენდიდან კლდოვან მთებამდე და ჰუდსონის ყურიდან მექსიკის ყურემდე. ტერიტორია იყო გაყოფილი ხუთ კოლონიად: კანადა, აქადია, ჰუდსონის ყურე, ნიუფაუნდლენდი და ლუიზიანა, ყოველ მათგანს საკუთარი მმართველობა ჰყავდა.[1]

1713 წლის გაფორმებული უტრეხტის ზავით, რომელითაც დასრულდა ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის, საფრანგეთმა უარი განაცხადა საკუთარ უფლებებზე კონტინენტური აქადიის, ჰუდზონის ყურისა და ნიუფაუნდლენდის კოლონიებზე და ისინი დიდ ბრიტანეთასა და ესპანეთს გადასცა. საფრანგეთს ძველი ტერიტორიიდან მხოლოდ ბრეტონის კუნძული დარჩა.[2]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ფრანგული კოლონიური ლუისბურგის კონტროლი და მმართველობა, 1713-1758, ენდრიუ ჯონი ბეილი ჯონსონი, 2001, MSU Press გვ. 8-9
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-06. ციტირების თარიღი: 2010-03-05.