ფრანკლინ დელანო რუზველტი

(გადამისამართდა გვერდიდან რუზველტი, ფრანკლინ)

ფრანკლინ დელანო რუზველტი (ინგლ. Franklin Delano Roosevelt; დ. 30 იანვარი, 1882 — გ. 12 აპრილი, 1945) — აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ოთხჯერ იქნა არჩეული, მსახურობდა 1933-45 წლებში და აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ორ ვადაზე მეტჯერ იკავებდა ამ პოსტს. მე-20 საუკუნის ცენტრალური ფიგურა, მას ხშირად აშშ-ის სამ უდიდეს პრეზიდენტთა რიგში მოიხსენიებენ.

ფრანკლინ დელანო რუზველტი
Franklin Delano Roosevelt
ფრანკლინ დელანო რუზველტი Franklin Delano Roosevelt
ფრანკლინ რუზველტი, 1933 წ.
აშშ-ის 32-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1933 – 12 აპრილი, 1945
ვიცე-პრეზიდენტი  ჯონ გარნერი (1933–1941),
ჰენრი უოლესი (1941–1945),
ჰარი ტრუმენი (1945)
წინამორბედიჰერბერტ ჰუვერი
მემკვიდრეჰარი ტრუმენი

ნიუ-იორკის 44-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1929 – 31 დეკემბერი, 1932
წინამორბედიალფრედ სმითი
მემკვიდრეჰერბერტ ლემანი

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო მდივნის მოადგილე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1913 – 1920
პრეზიდენტივუდრო უილსონი

ნიუ-იორკის შტატის სენატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1911 – 1913

დაბადებული30 იანვარი, 1882
ჰაიდ პარკი, ნიუ-იორკი
გარდაცვლილი12 აპრილი, 1945
უორმ სპრინგსი, ჯორჯია
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეელეონორა რუზველტი
საქმიანობაადვოკატი
ხელმოწერა

დიდი დეპრესიის პერიოდში 1930-იან წლებში, რუზველტმა ჩამოაყალიბა ახალი გარიგება, რომლის მიზანი უმუშევართა დასაქმება, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური სისტემის რეფორმა იყო. მისი ყველაზე განთქმული მემკვიდრეობა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უოლ სტრიტის რეგულაციაა. აქტიური ფედერალური მთავრობის მისეულმა აგრესიულმა გამოყენებამ ენერგია შეჰმატა დემოკრატიულ პარტიას. რუზველტის მიერ შექმნილი ახალი გარიგების კოალიცია პოლიტიკაში დომინირებდა 1960-იან წლებამდე. ის და მისი მეუღლე ელეონორა რუზველტი თანამედროვე ამერიკული ლიბერალიზმის ქვაკუთხედად მოიაზრებიან. როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს რუზველტი ფორმალურ ნეიტრალიტეტს იცავდა. იგი ლენდ-ლიზის პროგრამით დახმარებას უწევდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთს. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონია, ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ბაზას პერლ-ჰარბორს თავს დაესხა, რასაც რუზველტმა მეორე დღესვე იაპონიისთვის ომის გამოცხადებით უპასუხა. ამას 1941 წლის 11 დეკემბერს გერმანიის მიერ შეერთებული შტატებისთვის ომის გამოცხადება მოყვა. აშშ-ის ეკონომიკის თითქმის სრულმა მობილიზაციამ საომარი მოქმედების მხარდასაჭერად, ეკონომიკის გამოცოცხლება გამოიწვია. რუზველტი შეერთებულ შტატებს თითქმის მთელი მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და მცირე ხნით ადრე, ვიდრე ომი დასრულდებოდა ინსულტით გარდაიცვალა. ამის შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ვიცე-პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება