დათა თუთაშხია (ფილმი)
დათა თუთაშხია — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1978 წლის ქართული სატელევიზიო შვიდსერიიანი მხატვრული ფილმი, რომლის რეჟისორია გიგა ლორთქიფანიძე და გიზო გაბესკირია. კომპოზიტორები: ბიძინა კვერნაძე და ჯანსუღ კახიძე. გადაღებულია ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით, რომელიც შეიქმნა 1973-1975 წლებში. „დათა თუთაშხიას“ ბეჭდვა 1971-1972 წლებში ჟურნალმა „ცისკარმა“ დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა.
„დათა თუთაშხია“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი |
გიგა ლორთქიფანიძე გიზო გაბესკირია |
სცენარის ავტორი | ჭაბუა ამირეჯიბი |
ეფუძნება | დათა თუთაშხია |
როლებში |
ოთარ მეღვინეთუხუცესი თენგიზ არჩვაძე იური იარვეტი კარლო საკანდელიძე სოფიკო ჭიაურელი იმედა კახიანი და სხვები |
კომპოზიტორი |
ბიძინა კვერნაძე ჯანსუღ კახიძე |
ხმის ოპერატორი | გარი კუნცევი |
ოპერატორი | ლევან ნამგალაშვილი |
მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
მხატვარი | კახი ხუციშვილი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1978 წ. |
ხანგრძლივობა | 341 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ფილმში მონაწილეობენ: ოთარ მეღვინეთუხუცესი, თენგიზ არჩვაძე, იური იარვეტი, კარლო საკანდელიძე, სოფიკო ჭიაურელი, იმედა კახიანი, იპოლიტე ხვიჩია, გივი ბერიკაშვილი, გურამ საღარაძე, გივი ბერიკაშვილი, დოდო აბაშიძე, სესილია თაყაიშვილი, ოთარ კობერიძე, ზინაიდა კვერენჩხილაძე, აკაკი ვასაძე, ვასილ ჩხაიძე და სხვები.[1]
ფილმში გაშუქებულია საქართველო, სადაც ადგილი აქვს რუსეთის იმპერიის ბატონობის ბოლო პერიოდს. ფილმის მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მთავარი გმირია დათა თუთაშხია (ოთარ მეღვინეთუხუცესი), რომელიც კანონგარეშე ცხოვრების გზას ირჩევს, აბრაგი ხდება და წლების მანძილზე ახერხებს მეფის ჟანდარმერიას დაემალოს. მისი მამიდაშვილი მუშნი ზარანდია (თენგიზ არჩვაძე) სხვა არჩევანს აკეთებს — ის კანონის სამსახურს ამჯობინებს და ჟანდარმერიის ჩინოვნიკი ხდება. ფილმის მოქმედება ამ ორი ადამიანის რთული ურთიერთობის გარშემო ვითარდება.[1]
აღსანიშნავია, რომ დათა თუთაშხია ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს რუსეთში „ნაპირების“ (რუს. Берега) სახელწოდებით გახდა ცნობილი. ეს რუსების მოთხოვნა იყო. „დათა“ რუსულად „დატად“ (რუს. Дата) გამოითქმის, რაც თარგმანში „თარიღს“ ნიშნავს. ნაწარმოების იდეა გახდა შემდეგნაირი: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან — მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან — ჩაურევლობას, ხან — ჩარევას, ხანაც — მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დაერქვა ფილმს „ნაპირები“.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 დათა თუთაშხია — ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2014-08-06.
- ↑ „დათა თუთაშხია“ — ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა