სოფიკო ჭიაურელი

საბჭოთა და ქართველი მსახიობი

სოფიკო ჭიაურელი (დ. 21 მაისი, 1937 — გ. 2 მარტი, 2008, თბილისი) — საბჭოთა და ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976), სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1979). შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე.

სოფიკო ჭიაურელი
Sofiko Chiaureli.jpg
დაბადების სახელი სოფიო მიხეილის ასული ჭიაურელი
დაბადების თარიღი 21 მაისი, 1937
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 2 მარტი, 2008 (70 წლის)
თბილისი, საქართველო
აქტიური 1956—2008
მეუღლე(ები) გიორგი შენგელაია
კოტე მახარაძე
მშობლები მამა: მიხეილ ჭიაურელი
დედა: ვერიკო ანჯაფარიძე

ბიოგრაფიარედაქტირება

სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915–1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორის გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო.

1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ბ. ბიბიკოვის სტუდია) 1960–1964 და 1968 წლიდან იყო კოტე მარჯანიშვილის აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1964–1968 წლებში კი — რუსთაველის თეატრის.

სოფიკო ორჯერ იყო გათხოვილი, პირველად გიორგი შენგელაიას გაჰყვა, შემდეგ კი კოტე მახარაძეს.

გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 70 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.

ფილმოგრაფიარედაქტირება

 
სოფიკო ჭიაურელი ახალგაზრდობაში
 
სოფიკო ჭიაურელი

ნათამაშები როლებირედაქტირება

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრირედაქტირება

რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრირედაქტირება

ვერიკო ანჯაფარიძის ერთი მსახიობის თეატრირედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: