ოთარ ჭიაურელი
ოთარ მიხეილის ძე ჭიაურელი (დ. 27 იანვარი, 1917, თბილისი — გ. 11 თებერვალი 1966, იქვე) — ქართველი რეჟისორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).
ოთარ ჭიაურელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 იანვარი, 1917 თბილისი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
11 თებერვალი, 1966 (49 წლის) თბილისი, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | სსრკ |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
საქმიანობა | რეჟისორი |
მშობლები | მამა: მიხეილ ჭიაურელი |
ოთარ ჭიაურელი დაიბადა 1917 წელს რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. მას ასევე ჰყავდა და სოფიკო ჭიაურელი და ძმა რეჟისორი რამაზ ჭიაურელი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1941 წელს. 1945 წლიდან მუშაობდა კინოში, ვ. მუჯირთან ერთად გადაიღო ანიმაციური ფილმი „ოქროს ბიბილო“. გადაღებული აქვს სამეცნიერო–პოპულარული და დოკუმენტური ფილმები: „ქართლის ბაღებში“ (1952), „რუსთავი“ (1953), „ამიერკავკასიის მუსიკალური გაზაფხული“ (1958), „სვეტიცხოველი“ (1960), „ჩვენი ნონა“ (1962), „აღბეჭდილი აზრი“ (1963), „კავკასიის მთები“ (1964) და „გარეჯის მღვიმეებში“ (1965)
გარდაიცვალა 1966 წლის 11 თებერვალს 49 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 397.