ქართველები ცაში
ქართველები ცაში — 1984 წლის ქართული ფანტასტიკური ფილმი. რეჟისორი ომარ გვასალია.[1]
„ქართველები ცაში“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | ომარ გვასალია |
სცენარის ავტორი |
ომარ გვასალია გოდერძი ჩოხელი |
როლებში |
გია ბადრიძე მამუკა კიკალეიშვილი გურამ ფირცხალავა კარლო საკანდელიძე და სხვები. |
კომპოზიტორი | იაკობ ბობოხიძე |
ხმის ოპერატორი | ფელიქს ვისოცკი |
ოპერატორი | ალექსანდრე გვასალია |
მხატვარი | მერაბ ქობულაძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1984 |
ხანგრძლივობა | 71 წუთი |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი რედაქტირება
თვითმფრინავის მგზავრებს მოულოდნელად ღვთის მოციქული გამოეცხადება. თითოეულ მათგანს ცოდვებს მოჰკითხავს, მართლებს პარაშუტებს დაურიგებს, ცოდვილთ გარდაუვალი დაღუპვა ელით. ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი მგზავრები ადამიანური ბუნების დაფარულ თვისებებს გამოავლენენ.
როლებს ასრულებენ რედაქტირება
- გია ბადრიძე — მფრინავი
- მამუკა კიკალეიშვილი — უცნობი
- გივი (გურამ) ფირცხალავა — მფრინავი
- კარლო საკანდელიძე — მონადირე
- სოფიკო ჭიაურელი — მგზავრი
- ბერტა ხაფავა — მანანას დედამთილი
- კახი კავსაძე — მგზავრი
- გიორგი მატარაძე — მფრინავი
- რეზო ჩხიკვიშვილი — როსტომი
- დარეჯან ხარშილაძე — ბორტგამცილებელი
- ნატაშა შენგელაია — ბორტგამცილებელი
- მარინა კახიანი — მანანა
- ჟანრი ლოლაშვილი — მგზავრი
- იმედა კახიანი — მგზავრი
- მანანა გამცემლიძე — მგზავრი
- ანა ნიჟარაძე — მგზავრი
- გიორგი (გია) ფხაკაძე — მგზავრი
- ივანე საყვარელიძე — მონადირე
- იზა გიგოშვილი — მგზავრი
- ნინელი ჭანკვეტაძე — მგზავრი
- ჯემალ ღაღანიძე — მგზავრი
- ზურაბ ქაფიანიძე — მგზავრი
- გია გამყრელიძე-ძნელაძე — სოსო