გიორგი ბადრიძე (ჟურნალისტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ბადრიძე.

გიორგი დავითის ძე ბადრიძე (დ. 23 ივნისი, 1928, თბილისი — გ. 19 აგვისტო, 1999) — ქართველი ჟურნალისტი, კინოდრამატურგი, მსახიობი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), ღირსების ორდენის კავალერი (1998) დავით ბადრიძის შვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1951 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი და მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურა (1954). მუშაობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ მოსკოვის კორესპონდენტად (1954–1962), საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ რედაქტორად (1962–1964), საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის ორგანიზაციის მდივნად (1964–1971), კონცერნ „ქართული ფილმის“ სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად (1971-იდან). ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1954-იდან. მისი მონაწილეობით შეიქმნა სცენარები ქართული მხატვრული ფილმებისათვის, მათ შორის: „ჩარი რამა“ (1974, რეჟისორი ნ. სანიშვილი), „კავკასიელი ტყვე“ (1975, რეჟისორი გ. კალატოზიშვილი), „აშიკ-ყარიბი“ (1988, რეჟისორი ს. ფარაჯანოვი), საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი ფილმი „XXI საუკუნე და..“ (1988, რეჟისორი ო. გვასალია), „კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის“ (1982, რეჟისორი ბ. წულაძე), „ვინ არის მეოთხე?“ (1984, რეჟისორი ო. კობერიძე), „ისინი“ (1992, რეჟისორი ლ. ზაქარეიშვილი), „და სასახლეში ეპოვებ სიხარულს“ (1992, რეჟისორი ქ. დოლიძე) და სხვ. მისი სცენარებით შექმნილია სატელევიზიო ფილმები: „მეარღნე“, „ხაბაზები“ და სხვა. როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „არ დაიდარდო“, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „ოგარიოვის 6“, „ქართველები ცაში“, „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება