ზარია ვოსტოკა
„ზარია ვოსტოკა“ (რუს. Заря Востока) — ყოველდღიური რესპუბლიკური გაზეთი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს ორგანო. მისი პირველი ნომერი გამოვიდა თბილისში 1922 წლის 20 ივნისს რუსულ ენაზე. გაზეთის დაარსებაში აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული ს. ორჯონიკიძეს და ს. კიროვს, პირველი რედაქტორები — მ. ორახელაშვილი და ა. მიასნიკოვი. 1957 წელს „ზარია ვოსტოკა“ დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 485.