საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭო

(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო)

საქართველოს სსრ-ის უმაღლესი (უზენაესი) საბჭოსაქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 1938-1990 წლებში.

სახელწოდება

რედაქტირება

საქართველოს სსრ მთავარ საკანონმდებლო ორგანოს, 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის პირვანდელი რედაქციით ეწოდა „საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო“, თუმცა 1938 წელს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით სიტყვა „უზენაესი“ ჩანაცვლდა „უმაღლესით“, ამასთან სახელწოდება რუსულ ენაზე სახელწოდება (რუს. «Верховный Совет») არ შეცვლილა. უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთებაში ვკითხულობთ:

 
„საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის ტექსტში ჩაწერილი იყო სიტყვები: „უზენაესი საბჭო“, „უზენაესი სასამართლო“ რადგან სიტყვა „უზენაესი“ თანამედროვე მეტყველებაში მკვდარია და სიტყვის „უმაღლესი“-ს ცნებას ნათლად ვერ გამოხატავს, იგი შეიცვალა სიტყვით „უმაღლესი“. ამრიგად, სესიის დადგენილების შემდეგ ყველგან იწერება არა „უზენაესი საბჭო“ ან „უზენაესი სასამართლო“, არამედ „უმაღლესი საბჭო“, უმაღლესი სასამართლო“ და ა.შ.[1]

1989 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით (თავი 13. საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო), უმაღლეს საბჭოს კვლავ ეწოდა — უზენაესი საბჭო[2].

1937 წლის 11-12 ოქტომბერს შედგა საკავშირო კ. პ. (ბ) ცენტრალური კომიტეტის მორიგი პლენუმი, რომელზეც განხილული იყო საარჩევნო კამპანის საკითხები. პლენუმმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება პარტიული ორგანიზაციების ორგანიზაციულ და სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მუშაობაზე სსრ კავშირის უმაღლეს საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით. არჩევნების ერთ-ერთ თარიღად 1937 წლის 12 დეკემბერი იყო დაგეგმილი[3]. 1938 წლის 11 აპრილს საქართველოს სსრ-ის ცაკის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა[4]. 1938 წლის 12 ივნისს საქართველოს სსრ-ში ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა უმაღლესი საბჭოს არჩევნები.[5] 8 ივლისს შედგა საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა, რომლის თავმჯდომარედ იოსებ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს. 10 ივლისის საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით აირჩიეს საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ფილიპე მახარაძის თავჯდომარეობით. 11 ივლისის საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით შეიქმნა საქართველოს სსრ-ის მთავრობა — საქართველოს სსრ-ის სახალხო კომისარიატთა საბჭო, ვალერიან ბაქრაძის თავმჯდომარეობით[6].

ფუნქციები

რედაქტირება

სოციალისტური საქართველოს ერთიანი სახელმწიფო აპარატი ემყარებოდა ხალხის წარმომადგენლობით ორგანოებს — სახალხო დეპუტატთა საბჭოებს, რომლებიც ახორციელებდნენ მთელ ძალაუფლებას რესპუბლიკის მასშტაბით. სახალხო დეპუტატთა საბჭოები — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოები, სამხრეთ ოსეთის აო სახალხო დეპუტატთა რაიონული და საქალაქო, ქალაქების რაიონული, სადაბო და სასოფლო საბჭოები შეადგენდნენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ერთიან სისტემას. საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილების ვადა იყო 5 წელი, ხოლო სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოებისა კი — ორნახევარი წელი. საბჭოები ირჩევდნენ მუდმივ კომისიებს, ქმნიდნენ აღმასრულებელ და განმკარგულებელ, აგრეთვე სხვა მათ წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს.

ეწეოდა უმაღლეს საკანონმდებლო საქმიანობას, იღებდა აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს - მინისტრთა კაბინეტის (1990 წლამდე მინისტრთა საბჭოს) ფორმირებაში მონაწილეობას, ირჩევდა უმაღლეს სასამართლოს და კონტროლს უწევდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას. უზენაესი საბჭოს ადგილსამყოფელი იყო თბილისი, რუსთაველის გამზ. №8 (ყოფილი მთვრობის სახლი). უზენაესი საბჭოს წინამორბედი ორგანო იყო საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც მოქმედებდა 1922-1937 წწ. 1995 წლიდან, ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, ის საქართველოს პარლამენტმა ჩაანაცვლა.

უზენაესი საბჭო იყო ერთპალატიანი დაწესებულება და შედგებოდა 250 დეპუტატისგან (1990 წლამდე 440 დეპუტატისგან). დეპუტატებს ირჩევდნენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული იყო 5 წლის ვადით (1978 წლამდე 4 წლით განისაზღვრებოდა). სესიები მოიწვეოდა წელიწაწდში ორჯერ. უზენაეს საბჭოს გააჩნდა მუდმივი (დარგობრივი) და დროებითი (სპეციალური) კომისიები. უზენაესი საბჭოს მუმდივმოქმედი და მის წინაშე პასუხისმგებელი ორგანო იყო პრეზიდიუმი, რომელსაც ირჩევდნენ საბჭოს შემადგენლობიდან I სესიაზე. პრეზიდიუმის დანიშნულება იყო უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია და სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება უზენაესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო საბჭოს წინაშე. პრეზიდიუმს თავმჯდომარეობდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.[7]

საქართველოს სსრ კონსტიტუციის თანახმად, მსგავსად სსრკ კონსტიტუციისა, სახელმწიფო ხელისუფლების წარმართველ ძალად კომუნისტური პარტია იყო გამოცხადებული. შესაბამისად, უზენაეს საბჭოს არჩევნებში კანდიდატები მხოლოდ კომპარტიას გაყავდა, რომელებიც აუცილებლად მისი წევრები და პარტიის მიმართ ლოიალურები უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად საბჭო მნიშვნელოვანწილად იყო დამოკიდებული კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ პირებსა, თუ ორგანოებზე.[8] 1990 წლის 28 ოქტომბერს, პირველად საქართველოს სსრ ისტორიაში, ჩატარდა უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები, რომლის შედეგადაც საქართველოში დასრულდა კომუნისტური პარტიის თითქმის 70 წლიანი მმართველობა, უზენაესმა საბჭომ რეალურად შეიძინა წარმომადგენლობითი ორგანოს ფუქცია და დამოუკიდებლად დაიწყო სახელმწიფო ხელისფულების განხორციელება.[9]

უზენაესმა საბჭომ სრულყოფილი ფუნქციონირება 1991 წლის ბოლოს შეწყვიტა, ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო და 1994 წლამდე დევნილობაში განაგრძობდა მოღვაწეობას. 1992 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო საბჭო, რომელმაც შეაჩერა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუციის მოქმედება და კანონგარეშე გამოაცხადა უზენაესი საბჭო, აღდგენილად გამოაცხადა რა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია.

მოწვევები

რედაქტირება

ხელმძღვანელები

რედაქტირება

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები

რედაქტირება

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარეები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 12, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
  2. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N11 (591), გვ. 22, თბ., 1989 წ. ISSN 0203-2023
  3. გაზ. კომუნისტი, №235 (5036), 1937
  4. გაზ. „კომუნისტი“, №84 (5185), 12 აპრილი, 1938
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. საქართველოს სსრ, თბ., 1981. — გვ. 86.
  6. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1, გვ. 3-7, თბ., 1938 წ. ISSN 0203-2023
  7. რუხაძე 1999: თემა 2. თავი 7. საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები.
  8. რუხაძე 1999: თემა 2. თავი 7.
  9. რუხაძე 1999: თემა 2. თავი 8. საქართველოს კონსტიტუციური განვითარება 1995 წლის 24 აგვისტომდე.