სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩუბინიძე.

მირონ დიმიტრის ძე ჩუბინიძე (დ. 1905, ქ. ვლადიკავკაზი — გ. 1980) — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მე-6 თავმჯდომარე (1953-1959).

მირონ ჩუბინიძე
საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მე-6 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1953 – 1959
წინამორბედივლადიმერ ცხოვრებაშვილი
მემკვიდრეგიორგი ძოწენიძე

დაბადებული1905
ქ. ვლადიკავკაზი
გარდაცვლილი1980
ეროვნებაქართველი
რელიგიაათეიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მირონ დიმიტრის ძე ჩუბინიძე დაიბადა 1905 წელს ქალაქ ვლადიკავკაზში. 1927-დან 1946 წლამდე მუშაობდა კომუნისტურ პარტიაში. იგი იყო საქართველოს ალკკ თბილისის კომიტეტის მდივნად, ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივნად, პარტიის ქალაქ თბილისის ლენინის რაიკომის პირველ მდივნად, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად ტრანსპორტის დარგში, ხოლო შემდეგ ტრანსპორტის დარგში საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოადგილედ და სატრანსპორტო განყოფილების გამგედ.

1946-დან 1953 წლამდე მირონ ჩუბინიძე საქართველოს სსრ სახელმწიფო კონტროლის მინისტრია, ხოლო 1953 წლის სექტემბერში აიჩიეს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ, ხოლო 1959 წელს — სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ.

დაჯილდოებული იყო ლენინის ორი ორდენით, შრომის წითელი დროშის სამი ორდენით, წითელი ვარსკვლავის ორი ორდენით და ოთხი მედლით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება