ოთარ ევტიხის ძე ჩერქეზია (დ. 26 სექტემბერი, 1933, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 23 ოქტომბერი, 2004, თბილისი) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, სკკპ წევრი 1955 წლიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა საქართველოს ვ. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სპეციალობით ინჟინერ-მშენებელი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1957 წლიდან. 1957-1959 წლებში იყო ალკკ ცკ-ის სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობის გამგე. 1959-1960 წლებში მუშაობდა სრულიად საკავშირო ალკკ ცკ-ის აპარატში მოკავშირე რესპუბლიკების კომკავშირულ ორგანოთა განყოფილების პასუხისმგებელ ორგანიზატორად, შემდეგ — სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების გამგის მოადგილედ.

1961 წლიდან იყო საქართველოს ალკკ ცკ-ის პირველი მდივანი. 1967 წლიდან პარტიულ სამუშაოზეა: 1967-1970 წლებში საქართველოს კომპარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1970-1972 წლებში საქართველოს კპ ცკ-ის მეცნიერთა და მასწავლებელთა განყოფილების გამგე, ორგანიზაციულ-პარტიული მუშაობის განყოფილების გამგე. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1973 წლის თებერვლიდან საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილეა, 1985 წლის სექტემბრიდან პირველი მოადგილე, 1986-1989 წლებში — თავჯდომარეა. 1989 წელს იყო საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.

1992 წლიდან იგი დიპლომატიურ სამუშაოზეა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი რუსეთის ფედერაციაში, ხოლო 2004 წლიდან ასოციაციაში „რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო“.

ჩერქეზია არჩეული იყო საქართველოს სსრ-ის VIII-X, სსრკ VII, XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. იყო საქართველოს კპვ ცკ-ის ბიუროს წევრი.

დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, ხალხთა მეგობრობის, „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება