ვასილ გოგუა
ვასილ ბარნაბის ძე გოგუა (დ. 18 თებერვალი, 1908, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 25 მაისი, 1967, თბილისი) — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1948-1952). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
ვასილ გოგუა | |
საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მე-2 თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მარტი, 1947 – 26 მარტი, 1948 | |
წინამორბედი | იოსებ დიმიტრის ძე კოჭლამაზაშვილი |
მემკვიდრე | არჩილ ალექსანდრეს ძე გიგოშვილი |
დაბადებული | 18 თებერვალი, 1908 სოფ. ჯურუყვეთი |
გარდაცვლილი | 25 მაისი, 1967 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამთო-საინჟინრო ინსტიტუტი. 1932-1936 წლებში მუშაობდა ზაჰესის მე-2 და ტყვარჩელის თბოელექტროსადგურების მშენებლობებზე, 1948 წლის 26 მარტამდე საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 1948-1952 წლებში საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. 1936-1967 წლებში — სხვადასხვა საპასუხისმგებლო პარტიულ და სამეურნეო თანამდებობაზე. იყო სსრკ II–III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კოჯელაშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 72.